ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk
ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი: „ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები" პროფ. ტარიელ ფუტკარაძის ხელმძღვანელობით დაარსდა 2012 წელს საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ბაზაზე. პროფ. ტარიელ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნულ ორგანიზაციასთან ერთად ჟურნალის გამოცემა ითავა პროფ. ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებამ. ჟურნალში ქვეყნდება საერთაშორისო კონფერენციის − ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები − მასალების საფუძველზე გადამუშავებული სტატიები; ჟურნალი რეცენზირებადია და აქვეყნებს სტატიებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, ფოლკლორი, ისტორიოგრაფია, კულტურის კვლევები, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია და სხვ. მომიჯნავე ინტერდისციპლინური დარგები.
ka-GE Wed, 09 May 2012 00:00:00 +0400 OJS 3.3.0.13 http://blogs.law.harvard.edu/tech/rss 60 ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობათა ისტორიისათვის http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8830
ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრობლემად ჩანს სამურზაყანოს საკითხი. სამურზაყანო კი, როგორც ცალკე ფეოდალური სამფლობელო, რომელსაც სათავეში აფხაზეთის სამთავრო სახლის გვერდითი შტოს წარმომადგენლები ედგნენ, წარმოიქმნა XVII-XVIIIსს. მიჯნაზე (ამის შესახებ დაწვრილებით იხ.: კვაშილავა 2011). აფხაზთა მთავრებმა, ისარგებლეს რა შინაარეულობებით დაუძლურებული ოდიშის მდგომარეობით, შეძლეს ეს მხარე დადიანისთვის წაერთმიათ. თუმცა, მალევე, 1702წ. მიწურულს სამეგრელოს ახალმა მთავარმა გიორგი ლიპარტიან-დადიანმა მოახერხა ენგურ-ღალიძგას შუამდინარეთზე, რომელსაც, მოგვიანებით `სამურზაყანო” ეწოდა (XVIIIს. I მესამედი _ ამის შესახებ დაწვრილებით იხ.: კვაშილავა 2011:97), კონტროლის აღდგენა (ვახუშტი 1973:862-863; დადიანი1962:169; კვაშილავა 2011:94-95). მიუხედავად ერთგვარი სტატუს-ქვოს აღდგენისა, ენგურ-ღალიძგას შუამდინარეთი აფხაზეთ-სამეგრელოს შორის ერთგვარ `საჯილდაო ქვად" იქცა. აფხაზეთის სამთავრო XVIIIს. მანძილზე პერმანენტულ შეტევებს ახორციელებდა სამურზაყანოზე საკუთარი კონტროლის დასამყარებლად, თუმცა აღნიშნული ქმედებები მისთვის მაინც, ძირითადად, უშედეგოდ მთავრდებოდა (ამის შესახებ დაწვრილებით: კვაშილავა 2011:74-190). საბოლოოდ, ეს საკითხი მხოლოდ 1812 წლის მიწურულს გადაიჭრა, როცა სამურზაყანოს მფლობელი მანუჩარ შარვაშიძე მოკლეს. ამის შედეგ კი, ადგილობრივ საქმეთა გამგებლობას მანუჩარის ცოლის ძმა _ სამეგრელოს მთავარი ლევან V დადიანი შეუდგა.
კახა კვაშილავა საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0 http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8830 Sat, 01 Mar 2025 00:00:00 +0400 ენა და მუსიკა http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8863
თავად თემა „ენა და მუსიკა” შედარებით ახალი თემაა შესწავლის თვალსაზრისით, წოვა-თუშურში კი არასდროს გამხდარა ლინგვისტური სამეცნიერო სერიოზული დაკვირვების საგანი, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური ფოლკლორი უკვე დიდი ხანია შესწავლილია ქართველი მუსიკისმცოდნეების, ფოლკლორისტებისა და ისტორიკოსების მიერ წოვა-თუშების იდენტობა ძალიან მკვეთრად გამოხატულია მათ მუსიკალურ ფოლკლორშიც და აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა ერთიანი ჰანგების ნაწილია. ადამიანებმა შეიძლება ისესხონ ლექსიკური ერთეულები ენაში, სამოსის რომელიმე შემადგენელი ნაწილი, უცხო სამზარეულოს რეცეპტი, მაგრამ მთელი შემადგენლობით ამღერდნენ უცხო მოტივზე - ძალზე რთული წარმოსადგენია... ამდენად, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავადასტუროთ ის ფაქტი, რომ წოვა-თუშების კულტურა იდენტურია ქართული თვითშეგნებისა. ჩვენ კი ერთად ვიფიქროთ იმაზე, თუ რა გზას დავადგეთ, რომ გადავარჩინოთ ენები, კილოკავები და დიალექტები როგორც განძი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სათუთად შემოუნახეს ჩვენს თაობას.
ბელა შავხელიშვილი, კარინა ვამლინგი საავტორო უფლებები (c) 2012 ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0 http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8863 Sat, 01 Mar 2025 00:00:00 +0400 ქართული ენისა და იდენტობის მიმართების დისკურსი დასავლურ სამეცნიერო ლიტერატურაში http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8862
ენისა და იდენტობის ურთიერთმიმართების პრობლემა უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ურთულესი პრობლემათაგანია, რომელსაც უამრავი გამოკვლევა ეძღვნება. ენისა და იდენტობის მიმართების დისკურსი საქართველოს მაგალითზე ყოველთვის იქნება უცხოელ მეცნიერთა კვლევისა და მსჯელობის საგანი, ვიმედოვნებთ, რომ შემდგომში ამას საფუძვლად დაედება ობიექტური ვითარებისა და სანდო წყაროების გათვალისწინება და აგრეთვე მეცნიერული მიუკერძოებლობა.
ინგა ღუტიძე საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0 http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8862 Sat, 01 Mar 2025 00:00:00 +0400 ლაზეთის მკვიდრ ქართველთა (ლაზთა) ენობრივ-ეთნიკური იდენტობის საკითხები http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8861
ლაზები /ჭანები/ ერთ-ერთი ძველი და ძლიერი ქართული თემია, რომელიც ოდითგანვე ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებდა საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში. ლაზთა უმეტესობა ამჟამად ქართული სახელმწიფოს საზღვრებს გარეთაა მოქცეული, მაგრამ მეტყველებით, ისტორიითა და კულტურით ისინი ქართველი ერის განუყოფელ ნაწილს შეადგენენ.
ტარიელ ფუტკარაძე, იაშა თანდილავა, მიხეილ ლაბაძე საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0 http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8861 Sat, 01 Mar 2025 00:00:00 +0400 ომისშემდგომი აფხაზეთის ენობრივი სიტუაციისა და ენობრივი კანონმდებლობის კომპლექსური დახასიათება http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8854
ჩვეულებრივ, ენობრივ პრაქტიკაში `ენის კანონის” მიღებას ენობრივი სიტუაციის კრიზისულ მომენტებს უკავშირებენ; ანუ იქ, სადაც არ არის პრობლემები, ენის კანონიც არ არის საჭირო; მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება: ენის კანონი დღის წესრიგში აყენებს პოლილინგვური საზოგადოების (არადა დღეს მსოფლიოში აღარ არსებობენ მონოლინგვური სახელმწიფოები) ენობრივი მოწყობის, ენობრივი წონასწორობის, სხვადასხვა ენობრივი ჯგუფის იდენტობის დაცულობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მხრივ გარანტიების საკითხებს. ანუ, ენის კანონის მიღება კი არ აწესრიგებს ლინგვოკულტურულ ატმოსფეროს, არამედ პირიქით, ისეთ პრობლემებსაც ააქტიურებს, რომელზეც საზოგდოებას აქამდე არც კი უფიქრია. სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვაგვარად აყალიბებს, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაშიც ამ კანონში ჩაიდო აფხაზთა ყველა ენობრივი ამბიცია, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის „ტერიტორიაზე" აფხაზური არის ერთადერთი სახელმწიფო ენა. სტატიაში განხილულია ბოლო ათწლეულის აფხაზეთის ენობრივი სიტუაცია და აღნიშნული ენობრივი კანონის უფუნქციობის მიზეზები.
მანანა ტაბიძე, მერაბ ნაჭყებია საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0 http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8854 Sat, 01 Mar 2025 00:00:00 +0400 ერეკლე II-ის პოლიტიკური მოღვაწეობა და ქართულ-ოსური ურთიერთობის საკითხი http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8853
XVIII საუკუნე საქართვლოს პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებული დრამატიზმით გამოირჩევა. მაჰმადიანური სახელწიფობის攐ირანის და ოსმალეთის გარემოცვაში მყოფი ჩვენი ქვეყანა, დიდი გაჭირვების ფასად ახერხებდა არსებობის შენარჩუნებას. ქართლ-კახეთის სახელისუფლებო წრეები დაუცხრომელ ძიებაში იყვნენ, რათა დაუძლურებული ქვყნისათვის ძლიერი მოკავშირე გამოეძებნათ და ქართული სახელმწიფობრიობა მაჰმადიანური აგრესიისაგან გადაერჩინათ. ერეკლე-თეიმურაზის სახელმწიფოებრივ ხედვაში დიდი ადგილი ეკავა კავკასიის გაერთიანებას, ამაში უპირველეს ყოვლისა იგულისხმება სამხრეთ და ჩრდილოთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხთა შორის მჭიდრო ურთიერთობის დამყარება. საგარეო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ერეკლე II ხშირად მიმართავდა ჩრილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხებს, მათ შორის: ჩერქეზებს, ყაბარდოელებს, ოსებს.
გიორგი სოსიაშვილი საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0 http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8853 Sat, 01 Mar 2025 00:00:00 +0400 „თავისუფლების” იდეის გამომხატველი ზოგიერთი ცნება ძველ ქართულ ენაში http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8852
„`თავისუფლება” მსოფლმხედველობითი შინაარსის ცნებაა. იგი სულიერი აქტის გამოხატვაა. საზოგადოდ, თავისუფლების აქტების განხორციელება ინდივიდს აყალიბებს პიროვნებად. `თავისუფლების” გარეშე კაცობრიობა ვერ იარსებებს, ვერ განვითარდება, ვერ შექმნის ცივილიზაციას; ერი ვერ დაიცავს ეროვნულ ღირსებას, არ იარსებებს მრავალფეროვანი ეროვნული კულტურა. თავისუფალი შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური პიროვნება, ისე საზოგადოება, ქვეყანა. თავისუფლება უმთავრესი მამოძრავებელი ფენომენია კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპზე. წარმოვადგენთ ქართული ენის ცნებებით გამოხატულ თავისუფლების ფაზების სიტყვათველს: „თავისუფალი" (თავისუფლება) − თავისუფალი ნების უნარი როგორც შესაძლებლობა, ნების თავისუფლება „გულის-თქუმა" (ღება) − ცნობა, გაცნობიერება `„გულს-მოდგინება" _ ნების გამომჟღავნება − არჩევანის გაკეთება, `ნეფსითობა” `„გამორჩევა” − (`წინა)-აღრჩევა” − `(წინა)-განზრახვა” _ `წინა-განმზადება” „`ნების-ყოფა" − ქმნა (გადაწყვეტილების რეალიზაცია, განთავისუფლება) `„ხსნა" `განრინება" − განრომა.
მერაბ რობაქიძე საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0 http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8852 Sat, 01 Mar 2025 00:00:00 +0400 დიგლოსიის ზოგიერთი ასპექტი არაბულში ქართულსა და გერმანულში http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8833
საქართველო არის ევროკავშირის საბჭოს წევრი და ევროსაბჭოს რეკომენდაციები არსებობს, რომ `რეგიონალურ ან უმცირესობის ენაზე” უნდა დაარსდეს სკოლები, ითარგმნოს მხატვრული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები, დაარსდეს გაზეთები და შეიქმნას ტელემაუწყებლობა. მაგრამ ევროსაბჭოს რეკომენდაციებში ქართველებს არ მოუწოდებენ, რომ აღიარონ სვანური, მეგრული ან ლაზური დიალექტები რეგიონალურ ენებად.
ალექსი ჟორდანია საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0 http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8833 Sat, 01 Mar 2025 00:00:00 +0400 “`აფხაზთა””სამეფოს ეთნო-კულტურული და პოლიტიკურსახელმწიფოებრივი იერსახის სეპარატისტული ხედვის კრიტიკისათვის http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8832
ნაშრომში გაანალიზებული ავტორები ყველანაირად ცდილობენ დაარწმუნონ მთელი სამყარო იმაში, რომ VIII საუკუნის ბოლოს ლეონ II-ის მიერ შექმნილ `აფხაზთა" სამეფო, რომელიც მინიმუმ ორი საუკუნის განმავლობაში (ბაგრატ III-ის `ქართველთა" მეფის ტიტულის მიღებამდე) წარმოადგენდა მხოლოდ აფხაზურ ეროვნულ სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა სხვა პუბლიკაციების მოყვანაც, რომელშიც ტირაჟირებულია მოცემული თვალსაზრისი, მაგრამ, ვფიქრობთ, მოტანილი მასალა სრულიად საკმარისია იმის საჩვენებლად თუ რა ისტორიოგრაფიულ ბურანში ამყოფებენ თავიანთ თანამემამულეებს ჩვენი აფხაზი კოლეგები. ქართულ ისტორიოგრაფიაში სავსებით დამაჯერებლადაა ნაჩვენები `აფხაზთა" სამეფოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იერსახის აფხაზური (სეპარატისტული) ხედვის სრული აბსურდულობა და მკაფიოდ არის განმარტებული თუ რატომ არ შეიძლება ,,აფხაზთა” სამეფოს სახელწოდების მატარებელი პოლიტიკური გაერთიანება ჩაითვალოს აფსუა-აფხაზთა ეროვნულ-სახელმწიფოდ და რატომ წარმოადგენს იგი ერთნიშნად მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ნაციონალურ სახელმწიფოებრივ გაერთიანებას.
ზურაბ პაპასქირი საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0 http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8832 Sat, 01 Mar 2025 00:00:00 +0400 აფხაზი მწერლები და საქართველო http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8831
საქართველოსადმი აფხაზ მწერალთა დამოკიდებულების შეფასების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ ქართულმა თემამ მეოცე საუკუნის აფხაზური ლიტერატურის ყველა თაობის წარმომადგენელთა შემოქმედებაში დაიმკვიდრა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ადგილი. ამ თვალსაზრისით ვითარების ჯერ თანდათანობითი, შემდეგ კი მკვეთრად და რადიკალურად შეცვლის პროცესი გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულიდან იწყება (თუმცა სეპარატისტული მისწრაფებებით განპირობებულ რეციდივებს დროდადრო ადრეც ჰქონდა ადგილი). ამ დროიდან მოყოლებული, მანამდელი აფხაზური ლიტერატურის ერთ-ერთ საგულისხმო თემად დამკვიდრებული პროქართული სულისკვეთება ანტიქართულ ისტერიად გარდაიქმნა და აფხაზ მწერალთა უდიდესი ნაწილის წარმოდგენით, ქართველი ხალხი მათი დაუძინებელი და სისხლისმსმელი მტერია. როგორც ცნობილია, საბჭოთა ეპოქაში ხელისუფლების მიერ გატარებული უმკაცრესი იდეოლოგიური პოლიტიკის შედეგად ე. წ. მოკავშირე რესპუბლიკების წინაშე მწვავედ მდგარი ეროვნულსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბევრი პრობლემა ხელოვნურად იყო მიჩქმალული და მათი განმაპირობებელი მიზეზების შესახებ ობიექტურ მსჯელობას ფაქტობრივად ტაბუ ჰქონდა დადებული. საბჭოთა საქართველოში ამ თვალსაზრისით არსებულ ერთ-ერთ საჭირბოროტო საკითხად თავიდანვე გამოიკვეთა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან შინაგანად რთული და წინააღმდეგობრივი ურთიერთობა, რომელიც დროდარო იმდენად დაძაბულ ხასიათსაც კი იძენდა, რომ რეალურად ჩნდებოდა საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყნის ღვიძლ ნაწილად ქცეული ამ რეგიონის დაკარგვისა და ტერიტორიულად რუსეთთან მიერთების საფრთხე.
ავთანდილ ნიკოლეიშვილი საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0 http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8831 Sat, 01 Mar 2025 00:00:00 +0400 ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ამოცანები http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8820
დიდ იმპერიას აქვს შთამბეჭდავი რესურსები, თავისი ინტერესების შესაბამისად დაგეგმოს და მართოს მეცნიერება დაპყრობილი მცირერიცხოვანი ერების შესახებ. სამწუხაროდ, ამგვარ ზემოქმედებას ვერ ასცდა ვერც ქართველოლოგია. სხვა მეცნიერებების მსგავსად, ქართველოლოგია ინტენსიურად ვითარდება ბოლო ორი საუკუნის მანძილზე; ამ პერიოდში საქართველო მეტწილად ანექსირებული იყო რუსეთის იმპერიის მიერ; შესაბამისად, ქართველოლოგიის დაგეგმვისა თუ განვითარებისადმი მკაფიოდ ჩამოყალიბდა რადიკალურად განსხვავებული ორგვარი მიდგომა:

1. იმპერიის გეოპოლიტიკურ ინტერესებზე ორიენტირებული კვაზიქართველოლოგია;

2. ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესებზე ორიენტირებული მეცნიერული ქართველოლოგია.
ტარიელ ფუტკარაძე საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0 http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8820 Fri, 28 Feb 2025 00:00:00 +0400 აჭარა პირველმოციქულთა ხანაში http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8829
ისტორიული აჭარა მოიცავს აჭარისწყლის ხეობასა და ბათუმ-ქობულეთის მიმდებარე ტერიტორიას. ქრისტეს მოციქულთა პერიოდში (I-II სს.) ეს ტერიტორიები დასახლებული იყო ძიდრიტის ტომებით. ამ დროს აჭარის ერთი ნაწილი, მდინარე ჭოროხის სამხრეთით მდებარე გონიოაფსაროსის ჩათვლით, შედიოდა რომის დაქვემდებარებულ მაკრონ-ჰენიოხის სამეფოში, ხოლო აჭარისწყლის ხეობა ბათუმ-ქობულეთთან ერთად ქართლის სამეფოს ეკუთვნოდა. ასეთ პირობებში აჭარა საყრდენის როლს ასრულებდა როგორც ეგრისისთვის, ასევე ქართლისათვის. ქრისტეს აღდგომის შემდეგ მისი მოციქულები (წმიდა ანდრია პირველწოდებული, სიმონ კანანელი, მათე) დიდ-აჭარას ეწვივნენ და ახალი იქადაგეს. ააშენეს ეკლესიები, დააყენეს მღვდლები... შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი ეკლესია  საქართველოში... მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა ქართველი ხალხის სულიერი და კულტურულ-პოლიტიკური ერთიანობის სიმბოლოდ იქცა.
ბიჭიკო დიასამიძე საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0 http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8829 Sat, 01 Mar 2025 00:00:00 +0400 ქართული და სომხური წყაროების ცნობები ზაქარია მხარგრძელის მიერ „`შაჰანშაჰის”ტიტულის მიღების ქრონოლოგიასთან დაკავშირებით http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8828
ავტორი მკითხველს შეახსენებს, რომ ნებისმიერი წოდების აღმნიშვნელი ტერმინი ტიტულად მხოლოდ სამთავრობო სამართლებრივი აქტში გამობრძმედის შემდეგ იქცევა. „შაჰანშაჰის" ტიტული ზაქარია მხარგრძელს ოფიციალურად 1199 წელს ანისის გათავისუფლების დღეს მიენიჭა. წოდება „შაჰანშაჰი" ადრე მუსლიმ მფლობელს ეკუთვნოდა.
შანშე დარჩიაშვილი საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0 http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8828 Sat, 01 Mar 2025 00:00:00 +0400 ეთნოკულტურული პროცესები ბურსის რეგიონის (თურქეთის რესპუბლიკა) ეთნიკურ ქართველთა შორის http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8827
სტატიაში განხილულია ბურსის ვილაიეთის (რეგინის) ქართველთა კომპაქტური დასახლებები. თურქეთის ამ მხარეში ქართველები ჩასახლდნენ ე. წ. მუჰაჯირობის შედეგად. ბურსის ვილაიეთში ჩასახლებული ქართველი მუჰაჯირები, ძირითადად, აჭარისა და მაჭახლის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეებიდან იყვნენ. მათ რამდენიმე წელიწადში 7-მდე სოფელი შექმნეს, ხოლო მოგვიანებით ქართულ სოფელთა რაოდენობამ იმატა, მოსახლეობა გამრავლდა და დღეისათვის ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ არა მხოლოდ ბურსის ვილაიეთის სოფლებში, არამედ რეგიონის მთავარ ქალაქებშიც და წარმოადგენენ ამ მხარის მოსახლეობის მნიშვნელოვან ეთნიკურ ჯგუფს. ბურსის რეგიონის ეთნიკურ ქართველთა ყოფისა და კულტურის შესასწავლად ქართველ ეთნოლოგთა ჯგუფმა შეადგინა ორწლიანი სამეცნიერო კვლევითი გეგმა, რომლის ფარგლებშიც 2010-2011 წლებში განხორციელდა 2 ხანმოკლე და ერთი ათდღიანი ექსპედიცია . ექსპედიციების მთავარი მიზანი იყო თურქეთის ცენტრალურ რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველთა კომპაქტური დასახლებების დაზუსტება, მათი ტრადიციული ყოფისა და კულტურის შესწავლა და თანამედროვე ვითარების გამოვლენა. ექსპედიციის ფარგლებში შემოვლილ იქნა მარმარილოს ზღვის რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველთა სოფლები, ქალაქები, ასევე, აფხაზებით დასახლებული სამი სოფელი და ორი ჩერქეზთა დასახლება; ყურადღება გამახვილდა ეთნიკურად შერეულ სოფელთა ყოფით თავისებურებებსა და ეთნიკურ ჯგუფთა ურთიერთობის საკითხებზე. საველე-ეთნოგრაფიული მუშაობის დროს მოძიებულ იქნა და შემდგომ დაზუსტდა ეთნიკურ ქართველთა განსახლების არეალი, გამოვლინდა ქართველთა ეთნიკური იდენტობის სურათი და მათ მიერ შექმნილი მატერიალური, სოციალური და სულიერი კულტურა. წარმოჩინდა ეთნიკურ ქართველთა და აფხაზთა, ქართველთა და ჩერქეზთა ურთიერთობების ეტაპები და თავისებურებები. საველე-ეთნოგრაფიული კვლევის შედეგად გამოვლინდა ეთნიკურ ქართულ სოფელთა განსახლების არეალი, დასახლების სახეები, ტრადიციული საცხოვრებელი და სამეურნო ნაგებობები, კულტურულ-სამეურნეო ტიპი, სამეურნეო და ყოფითი ინვენტარი, მეურნეობისა და ხელოსნობის ტრადიციული დარგები და სხვ.  ახმედ მელაშვილის ღვაწლით შექმნილი ინეგოლის `კავკასიური კულტურის საზოგადოება” უკვე ათწლეულების განმავლობაში აქტიურად საქმიანობს. ქალაქ ინეგოლის ცენტრში არსებულ „კავკასიური კულტურის საზოგადოებას, ფაქტობრივად, სათვისტომოს ფუნქციაც აქვს შეთავსებული. ცენტრში მოქმედებს კავაკასიური ცეკვის ანსამბლი (ხელმძღვანელი ბატონი მამია დუმბაძე). `კავაკასიური კულტურის საზოგადოება” ჩართულია `ჩვენებურების” ფესტივალის ყოველი წლის პროგრამაში.
როზეტა გუჯეჯიანი საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0 http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8827 Sat, 01 Mar 2025 00:00:00 +0400 `აფსუარა − აფხაზთა იდენტობის კოდექსი და მისი მეტამორფოზები http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8826
აფხაზური ენის გამომხატველი ცნება და ტერმინი − აფსუარა, რაც ნებისმიერი აფხაზისთვის ყველა სავალდებულო დადებით მახასიათებელს ნიშნავს. ფაქტობრივად, აფსუარა აფხაზების პირადობის კოდექსია. ნაშრომში აღდგენილია ამ კოდექსის ისტორიული სახე, ძველ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით და შედარებულია დღევანდელ აფხაზურ იდენტობასთან.
თეიმურაზ გვანცელაძე საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0 http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8826 Sat, 01 Mar 2025 00:00:00 +0400 ქართველები და ირანელები ერთმანეთის წარმოდგენაში http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8825
თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე სრულიად ირანს სამჯერ ჰქონდა და აქვს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა, ერთხელ _ აქემენიდების დროს (ძვ.წ.V_IIIსს.), მეორედ _ სასანიდებისა (III_VIIსს.) და მესამედ _ მოყოლებული სეფიანთა ხანიდან (XVI_XVIIIსს.), _ დღემდე. სამივეჯერ, საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი, ირანის პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მართალია, ირანი-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობა არ იყო მუდმივი, მაგრამ შეიძლება ითქვას, ურთიერთობა კულტურის სფეროში, ამ ორ ქვეყანას შორის, სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა ფორმით, ყოველთვის არსებობდა. ჩვენ დაგვაინტერესა, ისტორიულად თუ როგორ აღიქვამდნენ ერთმანეთს ქართველები და ირანელები. ნაშრომი ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში მიმოხილული იქნება თუ რა წარმოდგენისანი არიან ირანელები ქართველებზე, მეორეში კი პირიქით _ ქართველები ირანელებზე.
ნომადი ბართაია საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0 http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8825 Sat, 01 Mar 2025 00:00:00 +0400 ჯავახეთის წარწერები როგორც საისტორიო წყარო http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8824
მსოფლიო ისტორიაში წერილობითი კულტურის უძველესი ნიმუშები ეპიგრაფიკული ძეგლების სახით არის შემორჩენილი. მათი შესწავლა და სასიტორიო წყაროდ გამოყენება ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და რომში დაიწყო. სხვა სახის წერილობით წყაროებთან შედარებით ეპიგრაფიკული ძეგლების დიდი უმრავლესობა თანამედროვის მიერ შესრულებული წარწერებია და ისტორიული წარსულის აღწერის პროცესში მათ პირველხარისხოვანი და სანდო საისტორიო წყაროს ღირებულება გააჩნიათ. საქართველო უძველესი წერილობითი კულტურის ქვეყანაა და ბუნებრივია, ამ კულტურის მრავალრიცხოვანი ნიმუშები ეპიგრაფიკული ძეგლების სახითაა შემორჩენილი. მათ შორის არის, როგორც უძველესი, ასევე შუა საუკუნეებისა და ახალი დროის წარწერები. მრავალრიცხოვან ქართულ ეპიგრაფიკულ ძეგლებს შორის გამორჩეული და თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ჯავახეთის წარწერებს, როგორც მრავალრიცხოვნებით, ასევე ქართული დამწერლობის განვითარების ისტორიისა და ისტორიულწყაროთმცოდნეობითი ღირებულებით. ჯავახეთის წარწერების ზოგადი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი მიმოხილვაც კი ცხადყოფს, თუ რაოდენ მდიდარია ეს მასალა ინფორმაციულობის თვალსაზრისით. მათში უმნიშვნელოვანესი ცნობებია დაცული არამარტო ჯავახეთის, არამედ მთელი ქვეყნის ისტორიის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ცალკეული საკვანძო საკითხების შესახებ. მრავალრიცხოვანი ცნობებია დაცული საეკლესიო ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით. ბუნებრივია, ამ მასალას საქართველოს ისტორიის წერილობით წყაროებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და მეცნიერულ ქართველოლოგიაში დიდ ინტერესს იწვევს. ჯავახეთის წარწერების ქვედა ქრონოლოგიური ზღვარი VI საუკუნეა. ამ პერიოდიდან მოყოლებული მთელი შუა საუკუნეებისა და ახალი დროის მანძილზე რეგიონი ქართული კულტურის, მათ შორის წერილობითი კულტურის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო. რეგიონის ეპიგრაფიკული ძეგლები გარეგნული ნიშნის მიხედვით შეიძლება სამ ძირითად ჯგუფად დაიყოს:

1. ლაპიდარული, ანუ ქვაზე ამოკვეთილი წარწერები

2. ფრესკული, ანუ საღებავით შესრულებული წარწერები და

3. ჭედური, ანუ ლითონზე შესრულებული წარწერები
ლია ახალაძე საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0 http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8824 Sat, 01 Mar 2025 00:00:00 +0400 `მძლევარი” და `მკვდართა მზე” - ორი ქვეყნის, ორი სამყაროს მეკავშირენი ხალხურ სიტყვიერებაში http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8823
სახელწოდება "მძლევარი" (ტრიუმფალური) აერთიანებს სამ სეზონურ ფრინველს. ესენია: გუგული, მერცხალი და საჴნაურთა. პოლითემატურობით აღბეჭდილი ქართული მითოლოგიის საზღვრულ სამყაროში, როგორც ვხედავთ, იკვეთება კიდევ ერთი სიუჟეტური ბირთვი თუ წახნაგი: ორმაგობა და ორბუნებოვნება `მშვენიერი მძლევარისა" და `მკვდართა მზისა", ორ სკნელში მოარულ ღვთაებათა ჰიპოსტასებისა, რომელთაც ( და ეს შემდგომი კვლევის საგანია) ბევრი რამ აკავშირებთ ისეთ პოპულარულ ფოლკლორულ პერსონაჟებთან, როგორებიც არიან ამირანი, კოპალა, იახსარი, პირქუში, ხოგაის მინდი და ხახმატის ხატის - გიორგი ნაღვარმშვენიერის მკადრე გახუა მეგრელაური.
ამირან არაბული საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0 http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8823 Sat, 01 Mar 2025 00:00:00 +0400 სხვადასხვა პერიოდში შემოსული ზოგი სპარსული ნასესხობისათვის ქართულში http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8822
Present paper deals with some loan words, ,that penetrated into Georgian twice on various stages of the history of Persian language, namely Middle and New Persian. Such cyclic borrowing led to the phonetic differences in the parallel forms derived from Middle and New Persian etymons. This phonetic difference also means semantic divergence. At the same time, the above-mentioned parallels are semantically similar from the diachronic point of view. The semantic difference observed on the synchronic plane is due to semantic deviation from the Middle Persian etymon based on hypo-hyperonymy, implication or similation. The research material includes examples of both monosemization and polysemization of the etymon. The meaning of words of New Persian version semantically coincides with the initial forms in Middle Persian. In certain cases the original form is restored by scholars on the basis of Persian loans in Georgian.  The analyzed loan words chiefly reveal lexical stability and derivative activity in Georgian. However, in certain cases there is a tendency of their transfer to vocabulary archive (remaki, xanaga, chauqi, ch'alaki).
ფატი ანთაძე-მალაშხია საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0 http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8822 Sat, 01 Mar 2025 00:00:00 +0400 ისტორიის ფალსიფიკაცია პოლიტიკური ავატიურიზმის სამსახურში ანუ თამაში „ამოუცნობი წარსულით" საეჭვო აწმყოსათვის http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8821
ნაშრომში განხილულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის უკანონო შეიარაღებული სამხედრო მოქმედების საკითხი ისტორიულ კონტექსტში, კერძოდ იმ პერიოდისა, როდესაც რამდენიმე წლის წინ ედუარდ კოკოითმა `სამხრეთ ოსეთის არმიად" წოდებული უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისა და მათი მხარდამჭერი რუსი `მშვიდობის დამცველების" მიერ გაკონტროლებული, საქართველოს შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიის მცირე ნაწილზე თვითგამოცხადებული `სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" მეთაურმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს აღნიშნული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთება. ამ ინიციატივის დასასაბუთებლად ედუარდ კოკოითიმ დაასახელა საიდუმლო ისტორიული დოკუმენტი 1774 წელს ერთიანი ოსეთის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ". გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოში არაღიარებული რესპუბლიკის „ლიდერის" ამგვარი განცხადების პასუხად საქართველოს სახელმწიფო მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ვოლსკიმ ყველას შეახსენა, 1774 წელს საქართველოს ტერიტორიაზე არც მითური „ერთიანი ოსეთი" და არც სხვა ოსეთი არ არსებობდა. როგორც ჩანს, ბატონ გიორგი ვოლსკის ამ განცხადებამ როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე კოკოითის მომხრეების დიდი მრისხანება გამოიწვია.
ენდრიუ ანდერსენი საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0 http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8821 Sat, 01 Mar 2025 00:00:00 +0400