მისია, მიზნები და ამოცანები
სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო ჟურნალი „სამხედრო შრომები“ არის სრული ღია წვდომის, რეცენზირებადი პერიოდული გამოცემა. იგი მოწოდებულია გამოაქვეყნოს რეცენზირებული სტატიები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც თავდაცვის სფეროში, ისე მეცნიერების სხვადასხვა დარგებში, (იმ პირობით, რომ იგი შეესაბამება ჟურნალის მიზნებს).
ჟურნალის მიზნები, მისია და კონცეფცია:
ჟურნალის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების კვლევა თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტში, ასევე ხელი შეუწყოს ზედმიწევნით, ზუსტ სამეცნიერო კვლევას და მის გავრცელებას სხვადასხვა მიდგომებისა და მეთოდების დაცვით; ჟურნალი ორიენტირებულია შექმნას საერთაშორისო შედარებითი დისკუსიის პლატფორმა სხვადასხვა სამეცნიერო წრისათვის; წარმოვაჩინოთ მაღალი ხარისხის სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ეხება ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მულტიდისციპლინურ ასპექტებს სამხედრო და არასამხედრო სფეროში და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ისინი მსოფლიო სამეცნიერო წრეებისათვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
ჩვენს ჟურნალში პუბლიკაციები უნდა შეიცავდეს უსაფრთხოების ზოგადი ცოდნის საკითხებს, ანუ უსაფრთხოების თეორიებსა და ფილოსოფიას, ამ სფეროს ცოდნის ფართო დისციპლინებს (სამხედრო, საზოგადოებრივი, საერთო, პოლიტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური, კულტურული, ინფორმაცია, კიბერსივრცის უსაფრთხოება და ა.შ.) და მასთან დაკავშირებული დამხმარე კვლევებს (უსაფრთხოების სამართალი, თავდაცვის სამართალი და სამხედრო სამართალი, უსაფრთხოების ადმინისტრაცია, თავდაცვის ადმინისტრაცია და სამხედრო ადმინისტრაცია, უსაფრთხოების ისტორია, სოციოლოგია უსაფრთხოება და ლოგისტიკა, უსაფრთხოების ეკონომიკა, თავდაცვის ეკონომიკა, სამხედრო ეკონომიკა და უსაფრთხოების განათლება).
რეცენზირებადი ჟურნალის „სამხედრო შრომები” მისიაა სამხედრო მეცნიერების განვითარება და სამოქალაქო საზოგადოებაში მისი ცნობადობის და ზოგადად, ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.
ჟურნალის ამოცანებია: მაღალ რეიტინგულ საერთაშორიო სამეცნიერო გამოცემებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრება, საერთაშორისო სამეცნიერო წრეების მიერ აღიარებულ ავტორიტეტულ საერთაშორისო ბაზებში განთავსება, მკითხველთა და ავტორთა საერთაშორისო აუდიტორიის გაფართოება და ჟურნალის პოპულარიზაცია.
პერიოდულობა: კრებული „შრომები” გამოიცემა წელიწადში ერთხელ, ქართულ ენაზე.