უსაფრთხოების საკითხებში ოფიცრების როლი სახელმწიფოს უსაფრთხოებაში

Main Article Content

ლერი სარაიდაროვი

ანოტაცია

ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთ-ერთ უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს. ეროვნული უსაფრთხოება არის მდგომარეობა, როდესაც ქვეყანაში უზრუნველყოფილია პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს დაცულობა შიდა და გარე საფრთხეებისაგან, უზრუნველყოფილია კონსტიტუციური უფლებების რეალიზაცია, მოსახლეობის ცხოვრების მაღალი დონე, ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მდგრადი განვითარება, სახელმწიფოსა და მოსახლეობის თავდაცვა და უშიშროება.


უსაფრთხოების სფეროებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს პოლიტიკურ უსაფრთხოებას, ვინაიდან პოლიტიკური უსაფრთხოების სისტემის უზრუნველყოფის სისუსტე იწვევს: სახელმწიფოს დაშლას, გაქრობას, ადამიანების დაღუპვას, მატერიალურ ფასეულობათა განადგურებას. სახელმწიფო, რომელიც სათანადო მზრუნველობას არ იჩენს პოლიტიკური უსაფრთხოებისადმი, თანდათანობით სიცოცხლისუუნარო ხდება.    


ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, სტრატეგიები დარგობრივად  შესაძლოა, დაიყოს სახეობებად, მაგალითად, ტერორიზმთან და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, ეკონომიკური სიდუხჭირის შემცირებისა და ეკონომიკური განვითარების, ომის შეკავებისა და ტოტალური თავდაცვის, სამეცნიერო, ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო მიმართულებით განვითარების, ქვეყნის ტერიტო­რიისა და სუვერენიტეტის დაცვის სტრატეგიები და სხვა.


წინამდებარე სტატიაში საუბარი წარიმართება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველმყოფელ სამსახურებსა და მათ წარმომადგენლობებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - მის გარეთ. შევეხებით ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიც არის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ოფიცრები, ატაშეები, დაზვერვის წარმომადგენლები და სხვა. გავეცნობით მათი საქმიანობის სპეციფიკას, რითაც მეტ-ნაკლებად ნათელი მოეფინება მათი საქმიანობის საჭიროებას და აუცილებლობას ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

საკვანძო სიტყვები:
ოფიცერი უსაფრთხოების საკითხებში, დაზვერვა, კონტრდაზვერვა, დიპლომატია, თავდაცვის ატაშე, სახელმწიფო უსაფრთხოება
გამოქვეყნებული: დეკ 2, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles