საჰაერო თავდაცვის აქტუალობა და ორგანიზების საფუძვლები

Main Article Content

ამირან სალუქვაძე

ანოტაცია

წინამდებარე სტატიაში განხილული იქნება საჰაერო თავდაცვის დაგეგმვის პროცესი, მისი ეტაპები, დაგეგმვის ჯგუფის შემადგენლობა, პრინციპები, ღონისძიებები და საჰაერო თავდაცვის გეგმის მოკლე შინაარსი.


„სწორად დაგეგმილი და განხორციელებული საჰაერო თავდაცვის ოპერაციები წარმოადგენს ცეცხლის და თავდაცვის სისტემის მნიშვნელოვან ელემენტს რომელიც საშუალებას აძლევს სარდლობას გაერთიანებული ძალისხმევით მიაღწიოს დასახულ მიზნებს.“[1]


„როგორც სხვა საჰაერო ოპერაციები, საჰაერო თავდაცვა ძირითადად დაფუძნებულია ზემოქმედებაზე. ეს ნიშნავს რომ საჰაერო თავდაცვის ოპერაციები იგეგმება მუშავდება და სრულდება ისე, რომ ზემოქმედება მოახდინოს სისტემის მოქმედებაზე ან შეცვალოს ის დასახული შედეგების მისაღწევად. ეფექტური საჰაერო თავდაცვის ოპერაციები უნდა იყოს უფრო მსხვილი გეგმების ნაწილი, რომელიც ლოგიკურად აკავშირებს მთლიანი ოპერაციის საბოლო შედეგებს ოპერაციის ყველა მიზნებთან და ამოცანებთან. გეგმა  უნდა იყოს სახელმძღვანელო დასახული ამოცანების შესასრულებლად, უკუკავშირის მიღების საშუალებებით.“[2]


საჰაერო თავდაცვის წარმოება თანამედროვე საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთი ყველაზე რთული კომპონენტია. სირთულე განპირობებულია როგორც ტექნიკური, ისე სხვა ფაქტორებით: შეზღუდული დრო, სივრცითი ფაქტორები, რთული ალგორითმი, რთული რადიოტექნიკური ვითარება, გეოფიზიკური პირობები და სხვა.


შესაბამისად, საჰაერო თავდაცვის დაგეგმვა მოითხოვს მისი ელემენტების მაქსიმალურ დეტალიზაციას, მართვის, დაზვერვის, ცეცხლის სისტემის შექმნის, ურთიერთქმედების, ლოგისტიკის და სხვა საკითხების სრულყოფილად ასახვას. ქვემდგომი შტაბები და მეთაურები, თავის მხრივ, ზემდგომი შტაბების გეგმების კიდევ უფრო მეტ დეტალიზებას ახდენენ.


დაგეგმვის პროცესში შტაბები შეიმუშავებენ სხვადასხვა დანიშნულების, ფორმის და შინაარსის საბრძოლო საბუთებს: ბრძანებებს, განკარგულებებს, ცხრილებს, ანგარიშებს. სტატიაში განხილული იქნება მათი კლასიფიკაცია და მოკლე შინაარსი.


 

საკვანძო სიტყვები:
საჰაერო თავდაცვა, ტაქტიკა, დაგეგმვა, ჯარები, შეიარაღება და ტექნიკა, შტაბი, საბრძოლო მოქმედებები, ოპერაცია, საჰაერო თავდაცვის სექტორი
გამოქვეყნებული: დეკ 2, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles