ინტელექტუალური საკუთრება ინოვაციურ პროცესებში ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პირობებში
Main Article Content
ანოტაცია
წინამდებარე ნაშრომში განხილულია ხელოვნური ინტელექტის და მოწინავე ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე მნიშვნელოვანი გარდაქმნები და გამოწვევები, არსებული მდგომარეობა როგორც ინოვაციური პროცესების არქიტექტურის, ასევე ინტელექტუალური საკუთრების სტრუქტურების მართვის მხრივ. კვლევა ავლენს საკითხს, თუ როგორ ცვლის ალგორითმული გენერაციის, მონაცემთა ინტენსიური ინოვაციების და თვითგანახლებადი ტექნოლოგიური ეკოსისტემების ფორმირება ინტელექტუალური საკუთრების შექმნის, ფლობის, დაცვისა და კომერციალიზაციის მექანიზმებს. ნაშრომი ყურადღებას ამახვილებს ხელოვნური ინტელექტის შემოქმედებით სუბიექტზე და აანალიზებს იმ სამართლებრივ და ეკონომიკურ გამოწვევებს, რომლებიც ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად წარმოიშობა.
კვლევის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების სისტემის ტრანსფორმაციის ანალიზი ხელოვნური ინტელექტის და ახალი ტექნოლოგიების განვითარების პირობებში, რათა სამომავლოდ შეიქმნას თეორიულ-პრაქტიკული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების მართვის მოდელების ადაპტაციას თანამედროვე ტექნოლოგიური რეალობის მოთხოვნებთან.
კვლევის ამოცანა:
ხელოვნური ინტელექტის შემოქმედებითი პოტენციალის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტების, ავტორობის, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების განაწილებისა და ხელოვნური ინტელექტის, როგორც შემოქმედებითი სუბიექტი როლის ანალიზი.