კრიტიკული ინფრასტრუქტურის გრადაცია
Main Article Content
ანოტაცია
ტოტალური თავდაცვის პირობებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის (შემდეგ „კი“) მოთხოვნების შესაბამისი ხელოვნური გარემოს შექმნას, თავისი განხორციელების ორივე - საგანგებო ვითარებისას და საომარი მდგომარეობისას უდიდესი როლი ენიჭება. ყოველივე მნიშვნელოვნად უკავშირდება საგანგებო და თავდაცვითი ოპერაციებისთვის ინფრასტრუქტურის წინსწრებით მომზადებას.
ტექნოგენური, ბუნებრივი და მათი კომბინაციებით წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციებისას და მომავალი კონფლიქტებისთვის მომზადებისას აუცილებელია საპასუხო ქმედებების ფართო და მრავალფეროვანი სპექტრის გაგება. ერთი მხრივ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მშვიდობიან ფაზაში „კი-ის“ მომზადებას, მეორე მხრივ საგანგებო სიტუაციების დადგომისას უარყოფითი შედეგების შემცირებას.
კვლევისას კრიტიკული ინფრასტრუქტურის სისტემები და ობიექტები მათი სტატუსის შესაბამისად გაერთიანებულია 11 სექტორში და 43 ქვესექტორში. ქვესექტორები და ელემენტები მათი ფუნქციონალური სახეების თანახმად, შესაძლებელია ფუნქციონალური ურთიერთმხარდაჭერით გადაადგილდნენ ერთი სექტორიდან მეორეში ან მათი გრადაცია მოხდეს ახალი სექტორში.