თავდაცვის დაგეგმვის მეთოდოლოგიების უპირატესობები და უარყოფითი მხარეები
Main Article Content
ანოტაცია
შეიარაღებული ძალების შენარჩუნება, რომელიც შეძლებს სამომავლო არაპროგნოზირებად გარემოში უპასუხოს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, საჭიროებს თავდაცვის შესაძლებლობების მუდმივ გაძლიერებას თანამედროვე ტექნოლოგიების შეძენის გზით, რაც მნიშვნელოვან გამოწვევებთან არის დაკავშირებული. აღნიშნული პროცესის ხელშეწყობისა და მხარდაჭერის მიზნით მნიშვნელოვანია შესაბამისი თავდაცვის დაგეგმვის მეთოდოლოგიის შერჩევა, რომლის საფუძველზეც ხორციელდება სტრატეგიული თავდაცვის შესყიდვები. ნაშრომი განიხილავს ანალიტიკური დაგეგმვის ოთხი მეთოდოლოგიის - შესაძლებლობებზე, საფრთხეებზე, რესურსებზე და სცენარებზე დაფუძნებული დაგეგმვის მიდგომების დადებით და უარყოფით მხარეებს. აღნიშნული მიდგომები გასული ათწლეულების მანძილზე აქტიურად გამოიყენებოდა სტრატეგიული თავდაცვის შესყიდვების დაგეგმვის პროცესში. მოცემული მიდგომების მიმოხილვის საფუძველზე აშკარაა, რომ ცალკე აღებული არც ერთი მათგანი არის ეფექტური და სტრატეგიული თავდაცვის შესყიდვების პროცესში წარმატების მიღწევა მხოლოდ მათი ინტეგრირებით არის შესაძლებელი.