ომის პრინციპები - რატომ ცხრა?
Main Article Content
ანოტაცია
მოსაზრება, რომ ომის პრინციპები ომის წარმოების გზამკვლევია ომის სამივე დონისათვის ქვეყნების სამხედრო დოქტრინებში გვხდება. ზოგადად, პრინციპებზე მსჯელობა ევროპული სამხედრო სააზროვნო სივრცის განუყოფელ ნაწილად კლაუზევიცის (1780- 1831) შემდეგ იქცა. დღეს ომის პრინციპები ყველა დოქტრინაში გამოკვეთილადაა მონიშნული, როგორც ომისადმი მიდგომის და ოპერაციების პრაქტიკული განხორციელების საფუძველი. იქნებ დროთა განმავლობაში, იარაღისა და ომის ფორმების ცვლილებებიდან გამომდინარე, პრინციპების დღევანდელი ჩამონათვალი შეიძლება საერთოდ ირელევანტური აღმოჩნდეს? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომის პრინციპების გააზრების თემა სულაც არ არის ამოწურული იმით, რომ მათი ჩამონათვალი, წლებია, უცვლელად გადადის დოქტრინიდან დოქტრინაში, ანდა დოქტრინის ერთი რედაქციიდან მეორეში. კვლევაში ვნახავთ რომ მიუხედავად ერთგვარი უცვლელეობისა, როგორც ირკვევა, მათი შინაარსი მეტად პირობითია. ისევე, როგორც პირობითად რჩება მათი რაოდენობაც.