რამდენად მნიშვნელოვანია სპეციალური დანიშნულების ძალები თანამედროვე საომარ მოქმედებებში? ამ მაღალ ტექნოლოგიურ ხანაში არის თუ არა ის საჭირო?

Main Article Content

გიორგი ლაღიაშვილი

ანოტაცია

21-ე საუკუნის მთავარი საფრთხე და გამოწვევა არის ტერორიზმი და ასიმეტრიული ომები; იმისათვის რათა გავუმკლავდეთ აღნიშნულ გამოწვევებს საჭიროა ეფექტური და ძლიერი მექანიზმები. ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად აუცილებელია ყველა ქვეყანას ჰქონდეს კარგად გაწვრთნილი და ეფექტური
შეიარაღებული ძალები და მაღალი მზაობის უნარი. სპეცოპერაციის ძალები (SOF) სამხედრო ძალის ერთერთი ეფექტური და მნიშვნელოვანი ელემენტია. SOF-ი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია თანამედროვე საომარი მოქმედებების დროს. კარგად გაწვრთნილი სპეციალური დანიშნულების ძალები სასიცოცხლოდ აუცილებელია ყველა ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის იმისდა მიუხედავად, რომ ბოლო დროინდელი სამხედრო ინდუსტრია გამოირჩევა მაღალი ტექნოლოგიური მიღწევებით. ნაშრომში განხილულია SOF- ის ფუნქციები, შესაძლებლობები და მის მნიშვნელობა თანამედროვე ომებში. ნაშრომში ასევე მოყვანილია ფაქტები რომ SOF-ი არის შესანიშნავი ინსტრუმენტი მომავალი გამოწვევების გასამკლავებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო დგას ტერორიზმის და ჰიბრიდული ომის საფრთხეების წინაშე.

საკვანძო სიტყვები:
სპეციალური დანიშნულების ძალები, ჰიბრიდული ომი, ახალი ტექნოლოგიები
გამოქვეყნებული: Sep 27, 2021

Article Details

სექცია
Articles