საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის გამოწვევები 1918-1921 წლებში

Main Article Content

ირაკლი ლეონიძე
ხატია ლეონიძე

ანოტაცია

2021 წელს, საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა. ეს წელი არაერთი მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღითაა საინტერესო. საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან ასი წლის შემდეგ - ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს უფრო მეტი დრო და შესაძლებლობლობა გვაქვს, დავფიქრდეთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის გამოწვევებსა და სახელმწიფოს ძალმომრეობით აღსასრულზე.


ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გარე-საერთაშორისო და შიდა სადავო საკითხები, რესპუბლიკის დაცემის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საუარესოდ აღმოიფხვრა, ხოლო მე-20 საუკუნის ბოლოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, კვლავ აქტუალური და კრიტიკულია.


აუცილებელია, პასუხი გაეცეს შეკითხვას (ჰიპოთეზა): რამდენად დამახასიათებელია ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და შესაძლო დარღვევის ზოგადი პრობლემა?


კონკრეტულად, რა სახის: სამართლებრივ, პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და მორალურ დილემას აწყდება ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ - იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ტერიტორია და დამოუკიდებლობა.


1918-1921 წლების მდგომარეობის შესწავლით შესაძლებელია გაირკვეს ტერიტორიის ანექსიის, მისი ნაწილის ოკუპაციის ან საომარი მდგომარეობის გავლენა თავდაცვის ძალების მოქმედებებსა და რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობაზე, უპირატესად, 1921 წელს მიმდინარე მოვლენათა დაკვირვების მაგალითზე, როგორც პრობლემის წარმოშობის პირველწყაროზე.


კვლევის მიზანია, შევაფასოთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის გამოწვევები 1918-1921 წლებში. ამიტომ, მიმოხილული იქნება რესპუბლიკის ტერიტორიის საერთო ფართობის ცვლილების საკითხი, მათ შორის რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის გავლენა სახელმწიფოს ტერიტორიული ინტერესის სასიკეთოდ - მთლიანობის შესანარჩუნებლად. გაირკვევა თუ რა უქმნის საფრთხეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. არის თუ არა პრობლემის გამომწვევი მიზეზი სტრატეგიული მდებარეობა, არაკეთილმეზობლური დამოკიდებულებები ან პოლიტიკური მმართველობის სისუსტე. კვლევის მიზნის მისაღწევად გამოყენებულია ისტორიული, შედარების, ანალიზის და სინთეზის მეთოდები.

საკვანძო სიტყვები:
რესპუბლიკა, დამოუკიდებლობა, ტერიტორია, არმია, მთავრობა, ანექსია, ოკუპაცია
გამოქვეყნებული: Sep 27, 2021

Article Details

სექცია
Articles