მაღალი ბალისტიკური ეფექტიანობის ლითონკერამიკული ფილების მიღების ტექნოლოგიის კვლევა-დამუშავება

Main Article Content

ზაქარია მელაშვილი
თეიმურაზ ნამიჩეიშვილი
ზურაბ ასლამაზაშვილი
გიორგი პარუნაშვილი
გარეგინ ზახაროვი
მიხეილ ჩიხრაძე
კონსტანტინე პაპავა

ანოტაცია

სამუშაოში განხილულია Ti-B და Ti-B-N სისტემის ფუძეზე გაზრდილი განივი გაბარიტების ლითონკერამიკული ბალისტიკური დარტყმამედეგი, ცვეთამედეგი, მხურვალმედეგი და კოროზიამედეგი ფილების მისაღებად შერჩეული კაზმის TiB2, TiB06 და TiBN თმს-ელექტროგლინვის პროცესი. კერძოდ, განხილულია სინთეზირებული კაზმის დენადობის ანალიზი, დეფორმაციის კერაში გამკვრივების დინამიკა, გეომეტრიული ჩქაროსნული და ძალოვანი პარამეტრები და მის საფუძველზე შემუშავებულია ტექნოლოგიური რეჟიმები, რომლებიც უზრუნველყოფს გლინვისა და სინთეზის სიჩქარეთა აუცილებელ ტოლობას გლინვის მთელი პროცესის მანძილზე და კომპაქტირებული მასალის მიღებას. განხილული რენტგენოსტრუქტურული ანალიზის საფუზველზე, ნაჩვენებია მიღებული TiB06 მასალის სტრუქტურული სურათები, რომელის აგებულებაც ადასტურებს მაღალი ინტენსივობის დინამიური დარტყმითი დატვირთებისადმი კარგ მედეგობას. ჩატარებული ბალისტიკური გამოცდებით დადგინდა მასალის მე-3 კლასის დაცვისუნარიანობა.

საკვანძო სიტყვები:
ჯავშანკერამიკა, სიმკვრივე, სისალე, თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზი, ელექტროგლინვა, კომპაქტირება
გამოქვეყნებული: Sep 27, 2020

Article Details

სექცია
Articles