საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების სისტემის სრულყოფის ძირითადი მიმართულებები
Main Article Content
ანოტაცია
დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს ობიექტური წინააღმდეგობა თავდაცვის ძალების მიერ განსაზღვრული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ხარისხის მქონე ადამიანური რესურსის მოთხოვნასა და ამ მოთხოვნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს ეკონომიკური, დემოგრაფიული, იდეოლოგიურ და სოციალურსამართლებრივ შესაძლებლობებს შორის. ამ წინააღმდეგობის გამწვავების ხარისხი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენი ქვეყნის სამხედრო ორგანიზაციის დაკომპლექტების სისტემის სრულყოფის პროცესში. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს თავდაცვის ძალების დაკომპლექტების ყველაზე ოპტიმალურ ხერხად მიგვაჩნია შერეული ხერხით დაკომპლექტება, რაც გულისხმობს, რომ სამხედრო დანაყოფის ის თანამდებობები, რომლებიც ძირითადად განსაზღვრავენ მისი საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის დონეს, ასევე რომელთა მომზადებას სჭირდება მეტი დრო და დიდი რესურსი, უნდა დაკომპლექტდეს საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით, ხოლო დანარჩენი თანამდებობებიწვევამდელებით.