ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია ცივი ომის შემდგომ

Main Article Content

ქეთევან ჩახავა

ანოტაცია

მოცემულ ნაშრომში გაანალიზებულია ნატოს ცივი ომის შემდგომი ახალი სტრატეგიული კონცეფცია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ორგანიზაციამ სრულიად ახალი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. თუკი ცივი ომის განმავლობაში ალიანსი ორიენტირებული იყო კოლექტიურ თავდაცვაზე, ახალმა მსოფლიო გამოწვევებმა მას უბიძგა ახალი მიზნებისა და გეგმების შემუშავებისკენ. სამშვიდობო ოპერაციები, სამხედრო კამპანიები, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვა ორგანიზაციის არაწევრ ქვეყნებში გახდა ნატოს ძირითადი და უმნიშვნელოვანესი სტრატეგია.


იუგოსლავიის დაშლის შედეგად ბოსნიამ და კოსოვომ მოითხოვეს დამოუკიდებლობა, რასაც მოყვა სერბების აღშფოთება, რომელიც შემდგომ გადაიზარდა ეთნიკურ დაპირისპირებაში. დაძაბულობამ და კონფლიქტმა იმდენად უმართავი სახე მიიღო საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის გარეშე კონფლიქტის მოგვარება რთული ან თითქმის შეუძლებული ხდებოდა. ნატომ პირველად ალიანსის ისტორიაში გადადგა ახალი პოლიტიკური ნაბიჯები, ჩაატარა მნიშვნელოვანი სამშვიდობო ოპერაციები ბოსნიასა და კოსოვოში. ალიანსის სამხედრო ძალის დახმარებით ბოსნიამ და კოსოვომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ შეძლეს მშვიდობის შენარჩუნება, სერბებთან კონფრონტაციის დასრულება და სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. ამასთანავე, ნატოსთვის იუგოსლავიის კონფლიქტი წარმოადგენდა ერთგვარ გამოწვევას ალიანსის შესაძლებლობების, სტაბილურობის და ეფექტიანობის განსამტკიცებლად. თანამედროვე მსოფლიოში ნატო უდაოდ წარმოადგენს მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტ მთავარ სამხედრო ორგანიზაციას.

საკვანძო სიტყვები:
სამშვიდობო ოპერაციები, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, უსაფრთხოება, თავდაცვა, სტრატეგიული კონცეფცია
გამოქვეყნებული: Sep 27, 2021

Article Details

სექცია
Articles