2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში და მისი შედეგები

Main Article Content

ხვიჩა ხოზრევანიძე

ანოტაცია

თურქეთის პოლიტიკაში სამხედროები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. კერძოდ, ისინი აქტიურად ერეოდნენ თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამის მიზეზი იყო ის, რომ ისინი ქემალიზმის იდეის ყველაზე აქტიურ დამცველად გამოდიოდნენ. მართალია თურქეთის რესპუბლიკა სეკულარული ქვეყანაა, მაგრამ მისი მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა მუსლიმია. აქიდან გამომდინარე თურქეთის პოლიტიკაში მუსტაფა ქემალის გარდაცვალების შემდეგ ძალიან მალე წინაპლანზე გამოვიდნენ მუსლიმური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სულ უფრო და უფრო ცდილობდნენ ქვეყნის პოლიტიკაში თავის დამკვიდრებას და შესაბამისად, სეკულარიზმის შეზღუდვას. თურქი სამხედროები ვერ ეგუებოდნენ მუსლიმური პარტიების მცდელობებს, ხელში აეღოთ ძალაუფლება. ისინი როგორც ქემალიზმის იდეოლოგიის ერთგული დამცველები, ასეთ ხელისუფლებებს ძალით ამხობდნენ ხოლმე. მსგავსი შემთხვევა გასულ საუკუნეში თურქეთში 4-ჯერ მოხდა.


დღევანდელი თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტია (სგპ) ზომიერი ისლამიზმის გამტარებელია. აქიდან გამომდინარე პარტიის ლიდერი, დღევანდელი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯერ კიდევ 2011 წელს შეეცადა სამხედროების შეზღუდვას, რაც ნაწილობრივ გააკეთა
კიდეც.


2016 წელს, თურქეთში ბოლო სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქი სამხედროებისათვის მარცხით დამთვარდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად მიჩნეულია, რომ თითქოს აღნიშნული სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთის პრეზიდენტმა წიანსწარ იცოდა და მას ეს სჭირდებოდა თურქი სამხედროების შეზღუდვისათვის. ამ სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან ძალიან მალე, ბევრი სამხედრო მაღალჩინოსანი (ამასთანავე ექიმები, პედაგოგები და აშშ) დაპატიმრებულ ან დათხოვნილ იქნა სამსახურიდან. ამის შემდეგ თურქი სამხედროების მიერ გადატრიალების მცდელობა თითქმის განეიტარალებულია და ამ ხრივ „საშიშროება“ ერდოღანის ხელისუფლებისათვის მოიხსნა.


 

საკვანძო სიტყვები:
თურქეთი, სეკულარიზმი, ქემალიზმი, სამხედროები, გადატრიალება
გამოქვეყნებული: Sep 27, 2021

Article Details

სექცია
Articles