სამხედრო ეთიკა

Main Article Content

თინათინ კროპაძე

ანოტაცია

წინამდებარე ნაშრომში სამხედრო ეთიკა წარმოდგენილია, როგორც ეთიკის ერთ-ერთი სახე. სტა-ტიის მიზანია უპასუხოს კითხვებს: რა არის სამხედრო ეთიკა, ზნეობა, მორალი; განსაზღვრულია ქცევის მორალურ ღირებულებებზე მოქმედი ფაქტორები, ზნეობრივი ნორმები, ე. წ. „მორალური ფილოსოფია“ და სხვა.


აღსანიშნავია, რომ ტერმინები - მორალი და ეთიკა - ხშირად ერთმანეთის მონაცვლეობით გამოიყე-ნება. ერთი მხრივ, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტერმინს გამოვიყენებთ, რადგან ყოველდღიურ საუბარში ეს სიტყვები ერთმანეთს ანაცვლებენ და, როგორც წესი, ადამიანები იგებენ, რა იგულისხმება კონკრეტულ კონტექსტში. ფილოსოფოსებიც კი, რომლებიც ამ კონკრეტულ სფეროში მუშაობენ, მოცემულ ტერმინებს ურთიერთმონაცვლეობით იყენებენ.


სამხედრო მოსამსახურეებს აქვთ საკუთარი წესები და ქცევის კოდექსი და - ძალზე სერიოზული შემთხვევების გარდა, ყველა დისციპლინურ საკითხს განიხილავენ პროფესიის ფარგლებში.


აღსანიშნავია, რომ თუ სამოქალაქო სფეროში ადამიანები ამბობენ, რომ ისინი ეთიკური დილემის წინაშე დგანან, სინამდვილეში ნამდვილი ეთიკური დილემა მათ რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ იშვიათია. სამხედრო კარიერის განმავლობაში კი, რთულ ეთიკურ დილემას დიდი ალბათობით შეხვდებით. ეს უფრო ხშირად ხდება ომის დროს, რადგან ომში სამხედრო მოსამსახურეებს უხდებათ გადაწყვეტილებების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეასრულონ ომის კანონები, როგორ დაიცვან ომში მონა-წილეობის წესები და, ამავე დროს, დაიცვან თავი და შეასრულონ თავიანთი მისია. გარდა ამისა, ეთიკური გამოწვევები იქმნება სამხედრო ცხოვრების ბევრ სხვა ასპექტთან დაკავშირებითაც, იქნება ეს ომის თუ მშვიდობის დროს.


ეთიკა და მაღალი მორალური სტანდარტები დაკავშირებულია ადამიანის ხასიათთან. იმისათვის რომ ადამიანი იყოს ღირსეული პიროვნება, უნდა ფლობდეს ღირსების ეთიკას. ღირსებები სანდო ჩვევებია, რომლებსაც ადამიანის იდენტობაში აღიბეჭდება. ეს ჩვევები გარდაქმნის და მიმართავს მას სიკეთისკენ. მრავალი ორგანიზაცია და მათ შორის თავდაცვის ძალები, აქცენტს აკეთებს გარკვეულ ღირსებებზე, რომლებიც, მათი აზრით, ღირებული იქნება ორგანიზაციისთვის. ეს ღირებულებები ცხადდება ორგანიზაციის ღირებულებებად.


ნაშრომში ვეცადეთ გადმოგვეცა თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სამხედრო მოსამსახურეების მიერ დაშვებულ ეთიკურ შეცდომებს; როგორ შეიძლება ხელმძღვანელმა პირმა შექმნას ჯანსაღი ეთიკური გარემო მისდამი დაქვემდებარებულ ორგანიზაციაში; რა კონტექსტური და სიტუაციური ფაქტორებია ამისთვის გასათვალისწინებელი და ა.შ.

საკვანძო სიტყვები:
ეთიკა, სამხედრო ეთიკა, მორალი, ზნეობა, სამხედრო სამსახური, ეთიკური დილემა
გამოქვეყნებული: Dec 26, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles