თავშესაფრების როლი სამოქალაქო თავდაცვაში

Main Article Content

გიორგი სხირტლაძე
თორნიკე ქიმერიძე
თეიმურაზ მელქაძე

ანოტაცია

წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსა და საქართველოში თავშესაფრების შექმნისა და ევოლუციური სრულყოფის მიმოხილვა. ცნობილია, რომ საგანგებო სიტუაციების რისკის შემცირების მიზნით იგეგმება პრევენციული ღონისძიებები, რომელთა განხორციელებისათვის გამოიყენება სხვადასხვა სტრუქტურული და არასტრუქტურული ღონისძიებები. სამოქალაქო თავდაცვის კონცეფცია წარმოიშვა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და მიზნად ისახავდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას საომარი მოქმედებებით გამოწვეული საფრთხისაგან, განსაკუთრებით კი ბირთვული საფრთხისაგან. დროთა განმავლობაში ხდებოდა სამოქალაქო თავდაცვის სტრატეგიების განვითარება იმ პერიოდისათვის აქტუალურის საფრთხეებისა და


ტექნოლოგიის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ რეგიონულ და ეროვნულ დონეზე კოორდინაცია და მზადყოფნა. სამოქალაქო თავდაცვის სტრატეგიები მუდმივად ვითარდება, ერთი მხრივ ახალი საფრთხეების წარმოშობის საპასუხოდ, მეორე მხრივ კი არსებულ საფრთხეებზე უკეთესი რეაგირების მეთოდების შემუშავებით. დღეისათვის ბევრ ქვეყნებში აშენდა საზოგადოებრივი თავშესაფრები, რომლებიც უმეტესად განლაგებულია მიწისქვეშა სივრცეებში, როგორიცაა მეტროს სადგურები, საზოგადოებრივი შენობების სარდაფები ან სპეციალურად ამ დანიშნულებისათვის აშენებულ ნაგებობებში. სამოქალაქო მოსახლეობის თავშესაფრების გარდა არსებობენ სამხედო პირებისათვის განკუთვნილი თავშესაფრები, საიდანაც მებრძოლს შეუძლია თავშესაფრიდან განახორციელოს საბრძოლო მოქმედებები.


განხილულია თანამედროვე თავშესაფრების შემდეგი ძირითადი ტიპები. სიმყარიდან გამომდინარე მათი გამოყენება შესაძლებელია ბირთვული თავდასხმების შემთხვევაში. ბირთვული აფეთქების თავშესაფრები შექმნილია აგრეთვე რადიოაქტიული ნივთიერებებისაგან დასაცავად. მათი მშენებლობა დაიწყო ცივი ომის დროს, როდესაც მაღალი იყო ბირთვული ომის საფრთხე. ისინი ხშირად განთავსებული იყო სარდაფებში, მიწისქვეშა ნაგებობებში ან სპეციალურად გამოყოფილ შენობებში.


საქართველოს წინაშე არსებული საფრთხის გათვალისწინებით, საჭიროა თავშესაფრების სისტემის გამართვა. ეს უნდა განხორციელდეს, ზემოაღნიშნული ქვეყნების მსგავსად, საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებით. კანონმა უნდა დაარეგურილოს, რომ კონკრეტული ტიპის (მაგ, ზომის, სტრატეგიული მდებარეობის და ა.შ. მიხედვით) ახალ აშენებულ საცხოვრებლებს გააჩნდეთ თავშესაფრები. ასევე, სამხედრო ინჟინრების ჩართულობით უნდა განისაზღვროს თავშესაფრების მშენებლობის სტანდარტი და მოხდეს მათი სტანდარტთან შესაბამისობის მონიტორინგი.

საკვანძო სიტყვები:
სამოქალაქო თავდაცვა, თავშესაფარი, ბირთვული აფეთქება, ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული დაცვა, თერმული გამოსხივება
გამოქვეყნებული: Dec 26, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles