მუნიციპალიტეტი - ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის ერთიანი სახელმწიფო სისტემის მნიშვნელოვანი რგოლი
Main Article Content
ანოტაცია
ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის როლი ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის ერთიან სახელმწიფო სისტემაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ სამოქალაქო თავდაცვის სისტემის ძირითადი რესურსი, როგორც ადამიანური, ისე მატერიალურ-ტექნიკური, განთავსებულია მუნიციპალიტეტში, მივალთ დასკვნამდე, რომ ამ რესურსების მართვისთვის აუცილებელია შეიქმნას მართვის ორგანო - მუდმივმოქმედი საგანგებო შტაბი, ხოლო მოსალოდნელი სტიქიური უბედურებებისა და საომარი მოქმედებების შედეგების მასშტაბების შესამცირებლად ან თავიდან ასაცილებლად - სამოქალქო თავდაცვის რაზმი,რომლის გარკვეული ჯგუფები თავისი ფუნქციების შესასრულებლად შეიარაღებულნი იქნებიან ცეცხლსასროლი იარაღით. სწორედაც ეს ჯგუფები, ქვეყნის ტოტალური თავდაცვის პირობებზე გადასვლის შემთხვევაში, გადიან წინასწარ შერჩეულ და მომზადებულ ადგილებში და ემზადებიან პარტიზანული ომის წარმოებისთვის.