კრიტიკული აზროვნება, როგორც სამხედრო ლიდერის ფორმირების მნიშვნელოვანი გარემოება
Main Article Content
ანოტაცია
თემა მოიცავს სამხედრო სამსახურში ლიდერად ჩამოყალიბების გარემოებების ძირითადი მახასია-თებლების განსაზღვრას. ლიდერი, საქართველოს თავდაცვის ძალებში, წარმოადგენს მეთაურს და მეტწი-ლად, მის კრიტიკულ აზროვნებაზე დამყარებულ მართვაზეა დამოკიდებული ბრძოლაში წარმატების მიღ-წევა. სამხედრო ლიდერის თვითკონტროლი, ბალანსი და ხასიათის სიმტკიცე დიდ გავლენას ახდენს მის შესაძლებლობაზე. საქართველოს თავდაცვის ძალებში ლიდერად დასამკვიდრებლად აუცილებელია შეფა-სდეს და გათვალისწინდეს, როგორც მეთაურის კრიტიკული აზროვნება, ასევე მისი მეთაურობისას მიღწე-ული შედეგი.
საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში სამხედრო მოსამსახურე და განსაკუთრებით სამხედრო სა-მეთაურო შემადგენლობა, მუდამ წარმოადგენდა ამ ერისა და საზოგადოების ელიტას. მათი ყოფნა და ქმე-დებები არა მარტო სამხედრო საქმეში, არამედ სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ყოველთვის დასაფასებელი და მისაბაძი არის ჩვეულებრივი მოქალაქეების მხრიდან.
თემა განიხილავს სამ ძირითად გარემო პირობაში სამხედრო ლიდერების მოქმედებას. ეს სფეროებია - 1) დაქვემდებარებული პირად შემადგენლობა; 2) ხელმძღვანელი პირები და სამეთაურო ჯაჭვი; 3) არასამ-სახურეობრივი გარემო. ამ სფეროებში ლიდერად დამკვიდრება, მარტო არსებულ პიროვნულ უნარებზე არ არის დამოკიდებული და ამ უნარების შეძენა/განვითარება რთული და შემეცნებითი პროცესია. ლიდერე-ბად ჩამოყალიბება და განვითარება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდანვე იწყება და გრძელდება პი-როვნების კარიერული და მოქალაქეობრივი ზრდის პარალელურად. სამხედრო ლიდერობის უნარების გან-ვითარება მუდამ ემყარება პიროვნების ყოფნის, ინტელექტისა და ქმედებების კრიტერიუმებს, ასევე ლიდე-რობის ისეთ ძირითად მახასიათებლებს, როგორიცაა მებრძოლის მრწამსი, ხასიათის სიმტკიცე, ფიზიკური სიჯანსაღე, ტაქტიანობა, შედეგის მიღწევა და სხვა.
დასკვნის სახით მოცემულია, რომ ლიდერად ჩამოყალიბებისა და შემდგომ ამ ლიდერობის თვისებე-ბის უფრო მეტად გამოვლენისათვის, მიზანშეწონილია ლიდერის ინტელექტუალური აზროვნების მუდმი-ვი განვითარება, ასევე მისი კრიტიკული და ნოვატორული მიდგომის უნარების გაძლიერება. შედეგად კი, ყოველივე ეს სამხედრო მეთაურებს ჩამოაყალიბებს ღირსეულ ლიდერებად და ქვეყნის სახელოვან მოღვა-წეებად.