„ახალი“ ომები მე-20 საუკუნის გადმოსახედიდან„გადმოსახედიდან

Main Article Content

დავით თევზაძე

ანოტაცია

ქვემოთ წარმოდგენილი მასალა მთლიანად ეყრდნობა ორ ჩვენს ადრინდელ წერილს. აღნიშნული მასალა ეფუძნება 2009 წელს აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სტრატეგიულ შეფასებათა და მართვის პრობლემათა ინსტიტუტის პირველ საერთაშორისო კონფერეციაზე „საქართველოს უსაფრთხოება ცვალებად მსოფლიოში“ წაკითხულ მოხსენებას სათაურით: „მომავლის ომი გლობალიზაციის ჭრილში და საქართველოს უსაფრთხოების პრობლემა“.1 ბუნებრივია, შესაძლოა გაჩნდეს კითხვა, რატომ მივიჩნიეთ საჭიროდ მისი, ასე ვთქვათ, „განახლება“? საქმე იმაშია, რომ ახლა, როდესაც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ორი უმძიმესი კონფლიქტი მიმდინარეობს, ჩვენ კარგი შესაძლებლობა გვაქვს განვსაზღვროთ, რისი განჭვრეტა შეძლეს და რა ვერ განჭვრიტეს ომის თეორეტიკოსებმა მე-20 საუკუნის მიწურულს. თუმცა, ამჯერადაც, მხოლოდ მეოთხე თაობის ომისმეოთხე ომის დოქტრინის განხილვით შემოვიფარგლებით.2

საკვანძო სიტყვები:
მომავლის ომი, გლობალიზაცია, საგარეო პოლიტიკა, დოქტრინა
გამოქვეყნებული: Dec 22, 2023

Article Details

სექცია
Articles