სამხედრო ხარჯების ზრდის დინამიკა რეგიონსა და მსოფლიოში

Main Article Content

ამირან სალუქვაძე

ანოტაცია

სამხედრო, იგივე თავდაცვის ბიუჯეტის დაგეგმვა, მისი ფორმირება ნებისმიერი სახელმწიფოს სამხედრო პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. სახელმწიფოთა სამხედრო ხარჯების პარამეტრებით აფასებენ რამდენად მილიტარიზებულია ქვეყანა, რეგიონი, მსოფლიო. სამხედრო ხარჯების ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება. 2022 წელს ყველა ქვეყნის ჯამურმა სამხედრო ხარჯებმა რეკორდული - 2,24 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ნებისმიერი სახელმწიფოს სამხედრო ხარჯების სტრუქტურა, მისი ცვლილებების დინამიკის შესწავლა, ხარჯების სტაბილურ დონეზე შენარჩუნება, ან კლება თუ მატება, სპეციალისტებს ბევრი დასკვნის გამოტანის საშუალებას აძლევს.
ხარჯების სტრუქტურის შესწავლისას ყურადღება ექცევა თუ რა კომპონენტების განვითარებაზე კეთდება აქცენტი, ხდება თუ არა ჭარბი მარაგების დაგროვება და ა.შ.
სამხედრო ხარჯებისამხედრო ხარჯები - ესაა სახელმწიფოს ფინანსური დანახარჯები თავდაცვის ძალების საომარი მოქმედებებისათვის მოსამზადებლად, ასევე მათ ყოველმხრივ უზრუნველსაყოფად, როგორც მშვიდობიან, ისე საომარი მოქმედებების დროს.
ზოგადად, ხარჯების ზრდის ტენდენციაზე ზეგავლენას ახდენენ შემდეგი ფაქტორები:
ინფლაცია, ფასების ზრდა შეიარაღებაზე;
დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარება;
ბოლო ომების და კონფლიქტების ხასიათი;
ფსონი თანამედროვე იარაღსა და მაღალ ტექნოლოგიებზე.
სახელმწიფოს სამხედრო ხარჯები საშუალებას უნდა იძლეოდეს:
უზრუნველყოს თავდაცვის ძალების აღჭურვა თანამედროვე შეიარაღებით, ტექნიკით, აღჭურვილობით, საბრძოლო მასალების სათანადო მარაგებით;
შეიქმნას თავდაცვის ძალების სამხედრო-მატერიალური ბაზა;
განავითაროს ადგილობრივი სამხედრო მრეწველობა;
განავითაროს თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიები;
შეიქმნას სამხედრო მოსამსახურეების სოციალურ-ეკონომიკური უზრუნველყოფის ბაზა.
სამხედრო ხარჯების ზრდა, პირდაპირ არის დამოკიდებული ერთის მხრივ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და რისკებზე, ხოლო მეორეს მხრივ სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებაზე.
ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო ხარჯების ანალიზი, ცვლილებების, ზრდის ან შემცირების დინამიკა, ბიუჯეტის პრიორიტეტები საშუალებას იძლევა შეფასდეს შემდეგი: ამ კონკრეტული ქვეყნის წინაშე იზრდება თუ მცირდება საფრთხეები. რა თქმა უნდა, ეს იქნება ამ ხელისუფლებების ხედვის დანახვა და არა გარედან დანახული შეფასებები.
სამხედრო ხარჯების პრიორიტეტების ანალიზიც ასევე იძლევა სხვადასხვა დასკვნების გაკეთების საშუალებას. სამხედრო ხარჯებში ჩანს კონკრეტულ ქვეყანაში ჯარის, სამხედროების სოციალურ პრობლემებზე კეთდება აქცენტი, თუ საბრძოლო კომპონენტზე, სახმელეთო კომპონენტზე, ავიაციაზე, თავდაცვით შეიარაღებაზე თუ პირიქით, შეტევითზე. ანალიზი ასევე გვიჩვენებს, რომ არსებული მარაგების დანაკლისის შევსება ხდება, თუ ჭარბი მარაგების შექმნა, სატაბელო შეიარაღების შევსება ხდება თუ რომელიმე კომპონენტის გაძლიერება, თუნდაც მეზობელ ქვეყნებთან შედარებით.
სამხედრო ხარჯების მხრივ პირველობას ამერიკის შეერთებული შტატები ინარჩუნებს. 2003 წელს აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი 368 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2022 წელს კი 801 მილიარდს. 2023 წლის დაგეგმილი ბიუჯეტი 858 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

საკვანძო სიტყვები:
სამხედრო ხარჯები, თავდაცვის ბიუჯეტი, გეოპოლიტიკა, შეიარაღება, რესურსები, შეიარაღებული ძალები
გამოქვეყნებული: დეკ 22, 2023

Article Details

სექცია
Articles