ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების ახალი რეალობა და გავლენა ფართო შავი ზღვის რეგიონზე
Main Article Content
ანოტაცია
ერთის მხრივ, ენერგია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში, მეორეს მხრივ, რთულ სისტემებს ამოძრავებს და კონფლიქტებს აქეზებს. მთავარი საერთაშორისო ევროსტატის და იაიეი სააგენტოების ცნობით, ენერგიაზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. ბუნებრივი რესურსების სიმცირე და გეოგრაფიული მდებარეობა ენერგიაზე მთავრობების დამოკიდებულების დონეს პოლიტიკურად, ეკონომიკურად და გეოგრაფიულად ზრდის.
ფართო შავი ზღვის რეგიონში არაპროვოცირებულმა ომმა ძალიან გაართულა ისედაც რთული სტრატეგიული გარემო. კიევმა მოსკოვთან დაპირისპირება ძალიან სერიოზულად მიიღო და ფართო შავი ზღვის რეგიონი ყურადღების ცენტრად აქცია. ამ ნაშრომით წარმოდგენილია: ა. ევროატლანტიკური სივრცის აღმოსავლეთ ფლანგზე ენერგორესურსების ექსპორტის “მილიტარიზირება“ და ბ. კვლევის მთავარი კითხვა არის - რუსეთ-ევროკავშირის ენერგეტიკული კავშირების ცალმხრივ და რუსულ ენერგომომარაგებაზე ევროკავშირისა და მისი პარტნიორების მგძნობიარე დამოკიდებულებაზე საუბარი რამდენად აქტუალურია დღეს?
ამ ნაშრომის რედაქტირებისას გამოყენებულია სხვადასხვა ღია ცნობები, წიგნები, აკადემიური ჟურნალების სტატიები, ოფიციალური (არადახურული) დოკუმენტები, ვორკშოპები, პოლიტიკოსების გამოსვლები და ელექტრონული საინფორმაციო სააგენტოების პუბლიკაციები, რომლებიც ძალიან მხარდამჭერია ენერგეტიკის საკითხებზე ზოგადი შეხედულების მისაღებად, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ასევე დასავლეთის ქვეყნებში.
სტატია
“ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების ახალი რეალობა და გავლენა ფართო შავი ზღვის რეგიონზე“ მოიცავს შესავალს, სამ თავს, სქემებს, ცხრილს, რეკომედაციებსა და დასკვნას. შესავალი გადმოგვცემს საკითხის აქტუალობას, მიზნებსა და მოტივებს, რამაც გვიბიძგა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 2023 წლის ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალისთვის ეს თემა აგვერჩია. პირველი თავი ეძღვნება ევროკავშირის ყურადღების ნაკლებობით შექმნილი ენერგიის მიწოდების ჯაჭვების მყიფე უსაფრთხოების გარემოს, ხოლო შემდეგ მოკლედ შეფასებულია თანამედროვე ისტორიის პერიოდში, უსაფრთხოების კონცეფციის ისტორიული ევოლუციის გამოყენებით ევროკავშირის ენერგიის უსაფრთხოების ისტორია და ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების ამჟამინდელი წყობა.
აქვე ნაშრომის მარტივი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ენერგეტიკული უსაფრთხოება და მასზე დამოკიდებულება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ეროვნულ უსაფრთხოებასთან და, შესაბამისად, ეროვნული მთავრობების და კავშირების ყოველდღიური საზრუნავია. ეჭვგარეშეა, რომ კრემლი ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგზე თავის საგარეო პოლიტიკას და ძალაუფლებას ენერგორესურსების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებითა და საერთაშორისო წესების შეურაცხყოფით ამტკიცებს. წაკითხულიდან, დანახულიდან და დაკვირვებების შედეგად მიღებული კვლევა მიზნად არ ისახავს პრობლების გადაჭრას, არამედ მსურველებს პრობლემის უკეთ გაგებაში დაეხმარება.