ტერიტორიული თავდაცვის ძალების როლი ქვეყნის თავდაცვის სისტემაში

Main Article Content

ჯონი ფირცხალაიშვილი

ანოტაცია

ტერიტორიული თავდაცვა - სამხედრო და საერთო სახელმწიფოებრივი ღონისძიებების შემადგენელი ნაწილია, რომელიც ხორციელდება სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მოწინააღმდეგის დივერსიული აქტებისაგან ობიექტების და კომუნიკაციების დასაცავად, აგრეთვე საომარი მდგომარეობის რეჟიმის დასამყარებლად და მხარდასაჭერად.
ტერიტორიული თავდაცვის ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:

მნიშვნელოვანი სამხედრო ეკონომიკის ობიექტების და კომუნიკაციების საიმედო დაცვა;

ბრძოლა მოწინააღმდეგის დივერსიულ-სადაზვერვო ტერორისტულ ძალებთან;

საომარი მდგომარეობის რეჟიმის დამყარება და შენარჩუნება, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის ცალკეულ რაიონებში;

სახელმწიფო ხელისუფლების და თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთქმედებით, ქვეყნის საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების შესრულება, რომლებიც ტერიტორიულ თავდაცვას ეხება;

ტერიტორიული თავდაცვის ღონისძიებების დაგეგმვასა და უზრუნველყოფაში მონაწილეობა;

დასაცავი ობიექტების და კომუნიკაციების ნუსხის დაზუსტება და ღონისძიებების განხორციელება მათ დასაცავად;

საჭირო ძალებისა და სახსრების განსაზღვრა ადგილობრივი ბიუჯეტიდან;

კანონიერებისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა თავიანთ ტერიტორიაზე, იმ ადგილებში, სადაც საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული;

ომიანობის დროს, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელობასთან ურთიერთქმედება საომარი მდგომარეობის შესახებ კანონის შესაბამისად:

ომის შემთხვევაში, ტერიტორიულმა თავდაცვამ, თავდაცვის ძალებთან ურთიერთქმედებით, უნდა უზრუნველყოს შემოჭრილი მტრის ყოველმხრივი დაზიანება და მისი წინსვლის შენელება, შეკავება საბრძოლო მოქმედებებით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიების და ობიექტების საფუძვლიანი დაცვით.

საკვანძო სიტყვები:
ტერიტორიული თავდაცვა, თავდაცვის ძალები, სახელმწიფოს ტერიტორია
გამოქვეყნებული: დეკ 22, 2023

Article Details

სექცია
Articles