საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის განვითარების პერსპექტივები გლობალიზაციის პირობებში

Main Article Content

გივი დუჩიძე

ანოტაცია

ნაშრომში „საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის განვითარების პერსპექტივები გლობალიზაციის პირობებში“ განხილულია ის საკითხები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბებაში. გაანალიზებულია ის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტა საქართველოს ევროკავშირის სასტრანსპორტო სისტემაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, შესაძლებელს გახდის ევროპული სტანდარტების დანერგვას. გამოტანილია დასკვნა, რომ დარგის განვითარების მნიშვნელოვანი კრიტერიუმია უსაფრთხო კავშირებისა და დერეფნების განვითარება, რაც საქართველოს მთავრობის უმთავრეს სტრატეგიულ მიზანს უნდა წარმოადგენდეს.
ასევე გაანალიზებულია, რომ ლოგისტიკა თავისი მნიშვნელობით და გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. იგი გვეხმარება წარმატებით გადავლახოთ ნებისმიერი სახის პრობლემა, რომელიც ეხება მატერიალურ და საინფორმაციო ნაკადების მოძრაობას და გამოყენებას. ახსნილია, რომ ლოგისტიკა მჭიდრო კავშირშია მომსახურების სფეროში წარმოებისა და საინფორმაციო ქსელის განლაგებასთან და განვითარებასთან, ასევე შეიმუშავებს მატერიალური ნაკადების ოპტიმალური მიმართულებებს და განსაზღვრავს სტრატეგიას, დაკავშირებულია ლოგისტიკური ჯაჭვის აგებასა და მისკომპლექსურ მართვასთან, ტვირთების მარაგების ტრანსპორტირებისა და სასაწყობო მოცულობის განსაზღვრასთან, ნახევარფაბრიკატების და მზა პროდუქციის მიწოდების ობიექტების შერჩევასთან, ტრანსპორტისა და სატრანსპორტო პროცესების ორგანიზაციასთან, მათი მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნასთან და ა.შ.1

საკვანძო სიტყვები:
ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, მართვა, უსაფრთხოება, რეგულირება
გამოქვეყნებული: დეკ 15, 2022

Article Details

სექცია
Articles