სპეცდანიშნულების ლითონკერამიკული მასალების თმსსპეცდანიშნულების თმს11--ელექტროგლინვისას დეფორმაციის კერაში სინთეზირებული მასალის დენადობის მოდელირებით მასათა დენადობის კვლევა და მის საფუძველზე სინთეზისა და გლინვის სიჩქარეთა კორექტირება

Main Article Content

ზაქარია მელაშვილი
თეიმურაზ ნამიჩეიშვილი
ზურაბ ასლამაზაშვილი
გიორგი პარუნაშვილი
მიხეილ ჩიხრაძე
გიორგი ბასილაია

ანოტაცია

სამუშაოში განხილულია თმს-ელექტროგლინვით Ti-B და Ti-BN სისტემის ფუძეზე, ლითონკერამიკული მასალების პლასტიკური დეფორმაციისას, მასათა დინების კვლევა. თერმოდინამიკური გათვლებით განსაზღვრულია კაზმების ოპტიმალური შემადგენლობა და სინთეზზე მოქმედი პარამეტრები. მოყვანილია, დეფორმაციის კერაში, გარდამავალი პროცესისას, შესვლის კვეთიდან გამოსვლის კვეთამდე კაზმის სიმკვრივის განმსაზღვრელი კორექტირებული ემპირიული ფორმულა. გაანალიზებულია ე.წ. “უარყოფითი“ გამოჭიმვის მოვლენა და მის საფუძველზე განსაზღვრულია სინთეზირებული მასალის სიგრძის მატება სხვადასხვა მოჭიმვის რეჟიმებსა და კაზმის სიმკვრივის ცვლილებისას. დეფორმაციის კერამდე, სინთეზის წვის ფრონტის კვეთის მუდმივი დაშორების პირობიდან გამომდინარე (დაყოვნების დროის მუდმივობა), გათვლილია გლინვის სიჩქარის ცვლილება სინთეზის სხვადასხვა სიჩქარისას.

საკვანძო სიტყვები:
ჯავშანკერამიკა, სიმკვრივე, თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზი, ელექტროგლინვა, კომპაქტირება, მასათა დენადობა, გლინვის სიჩქარე, გლინების ბრუნვათა რიცხვი
გამოქვეყნებული: დეკ 15, 2022

Article Details

სექცია
Articles