ოსმალეთის იმპერიის სამხედრო დიპლომატია, ოსმალეთის და პრუსიის სამხედრო თანამშრომლობის მაგალითზე

Main Article Content

ლევან კურცხალია

ანოტაცია

საუკუნეების განმავლობაში სამხედრო დიპლომატიას ქვეყნებს შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. სამხედრო დიპლომატიის, როგორც ქვეყნებს შორის საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული პრაქტიკული ინსტრუმენტის განხორციელების პროცესის შესწავლისას, ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება განვიხილოთ ოსმალეთის იმპერიასა და პრუსიას შორის თანამშრომლობა, ვინაიდან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, როგორც განგრძობითობის, ასევე შედეგიანობის თვალსაზრისით გამოკვეთილად აღსანიშნავია. ზემოთ ხსენებული სახელმწიფოების პოლიტიკური, ადამიანური და ორგანიზაციული ფართო ქსელი მოწოდებული იყო კოორდინაციისთვის და ურთიერთობისთვის ხელისუფლების მრავალ დონეზე, ამავდროულად, მათ ხელთ არსებული რესურსები დიდი მოქნილობასა და შესაძლებლობას იძლეოდა.
ნაშრომში მოყვანილი ისტორიული ფაქტების განხილვა, კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენი არგუმენტის ჭეშმარიტებას, რომ სამხედრო დიპლომატია წარმოადგენს განუყოფელ ნაწილს, ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგიული ამოცანებისა და მიზნების მიღწევისთვის.

საკვანძო სიტყვები:
სამხედრო დიპლომატია, სამხედრო თანამშრომლობა, “საფრთხის ბალანსის“ თეორია, ,,ძალთა ბალანსი“ მრავალვექტორული ალიანსი და თანამშრომლობა, ოსმალეთის არმიის რეფორმირება, გერმანული სამხედრო დელეგაციის ვიზიტი სტამბოლში, სადაზვერვო ინფორმაცია, სამხედრო ატაშე
გამოქვეყნებული: დეკ 15, 2022

Article Details

სექცია
Articles