ტოტალური თავდაცვის (სამხედო/სამოქალაქო) იმპლიმენტაციის პროცესის გამოწვევები საქართველოში
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომში განხილულია ტოტალური თავდაცვის კონცეფციის როლის მნიშვნელობა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში. ყურადღება გამახვილებულია სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის, როგორც ტოტალური თავდაცვის კომპონენტის მნიშვნელობაზე.
რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები მიგვანიშნებს, რომ ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია თავდაცვის მიმართულებით მყარი საფუძვლების ჩამოყალიბება. დღევანდელი მდგომარეობით, რეგიონში საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ქვეყანას საფრთხეების თვალსაზრისით. გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილია ისეთი თავდაცვის კონცეფციის შემუშავება, რომელიც პატარა ქვეყნის მთლიან ეროვნულ პოტენციალს მიმართავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად.
საქართველოში, ტოტალური თავდაცვის კონცეფციის სხვა კომპონენტებისგან განსხვავებით, სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის განხორციელება წარმოადგენს გამოწვევას, რადგან ქვეყნის მოსახლეობა გამოირჩევა მრავალეროვნული და მრავალრელიგიური ნიშნით. ეთნიკურ უმცირესობებს აქვთ განსხვავებული შეხედულებები სამოქალაქო ვალდებულებებთნ დაკავშირებით, რაც, თავისთავად, იწვევს მათი ერთი იდეოლოგიის ქვეშ გაერთიანების პრობლემას. პრობლემის გადაჭრის ერთადერთ ეფექტურ გზად კი შეიძლება განხილულ იქნას ტოტალური თავდაცვის, კერძოდ კი სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით მოსახლეობის ინფორმირებულობის და მომზადების სისტემის შემუშავება. სამხედრო თავდაცვას კი მცირე ცვლილებები სჭირდება სავალდებულო სამსახურისა და რეზერვის სისტემების გაუმჯობესების კუთხით.