გარემოზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორები
Main Article Content
ანოტაცია
გარემოს დამაბინძურებლები არის ნებისმიერი ფიზიკური, ქიმიური ან ბიოლოგიური მატერია, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ჰაერზე, წყალზე, ნიადაგსა და ცოცხალ ორგანიზმებზე. ბოლო წლებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გარემოს დაცვა ისეთი ფაქტორებისგან, როგორიცაა ტემპერატურა, წნევა, ულტრაბგერა, ინფრაბგერა, გამოსხივება და სხვ. ზემოთ აღნიშნული ფაქტორები აბინძურებენ გარემოს და უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე. გარემოზე მოქმედი ფიზიკური ფაქტორების გაძლიერებას იწვევს: მრეწველობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ტრანსპორტისა და ავიაციის განვითარება, ელექტრონული სისტემების და მოწყობილობების განვითარება და სხვ.
წარმოდგენილ ნაშრომში ყურადღება გამახვილებული იქნება გამოსხივების სახეებზე და მათგან გამოწვეულ პრობლემებზე და გადაწყვეტის გზებზე. ძირითადად, არსებობს გამოსხივების ოთხი ტიპი: ალფა, ბეტა, ნეიტრონები და ელექტრომაგნიტური ტალღები. ისინი განსხვავდებიან მასით, ენერგიით და უნარით რამდენად ღრმად აღწევენ ობიექტებსა და ადამიანებში.