საქართველო-რუმინეთის პარტნიორული თანამშრომლობის ასპექტები შავი ზღვის რეგიონში

Main Article Content

შადიმან ბიწაძე

ანოტაცია

წარმოდგენილ სტატიაში განხილულია საქართველო-რუმინეთის ურთიერთობის აქტუალური საკითხები. რუმინეთის, როგორც შავი ზღვის ერთ-ერთი უმთავრესი აქტიორის როლი რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის საკითხში. შავი ზღვის რეგიონში ენერგეტიკული და სატრანსპორტო პერსპექტიული პროექტები რუმინეთ-საქართველოს პარტნიორული თანამშრომლობის განვითარებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.
ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი (პოლიტიკური, ეკონომიური...) განვითარების შესაძლებლობები იკვეთება 2016 წელს ინიცირებულ „სამი ზღვის ინიციატივის“ პლატფორმის ფორმატში. მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ინიციატივაში ჩართვის სურვილი საქართველომ სწორედ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჩატარებულ „სამი ზღვის ინიციატივის“ მესამე სამიტზე გამოთქვა 2018 წლის 17 სექტემბერს. აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს ბალტიის, შავი და ადრიატიკის ზღვებს შორის არსებულ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული კომუნიკაციების კუთხით ურთიერთობების გაღრმავებას, რაც დადებითად აისახება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის პროცესში

საკვანძო სიტყვები:
ევროატლანტიკური ინტეგრაცია, სტრატეგიული ინტერესები, ენერგეტიკული პროექტები
გამოქვეყნებული: დეკ 15, 2022

Article Details

სექცია
Articles