ტოქსიკური ლიდერის გავლენა ამოცანის შესრულებაზე - რისკები და მათი შემცირების მექანიზმები
Main Article Content
ანოტაცია
საზოგადოება რამდენიმე სახის ლიდერის ტიპს იცნობს, რომლებიც ერთმანეთსგან შეიძლება მცირედი ნიუანსებით ან რადიკალურად განსხვავდებოდნენ. ტოქსიკური ლიდერის პროტოტიპი განსაკუთრებით აქტუალური ცნებაა თავდაცვის ძალებში, რადგანაც წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, საკმაოდ ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც უამრავ მეთაურსა და ადმინისტრაციულ ხელმძღვანელს დაასახელებენ, რომელთა ერთადაც უმუშავიათ და პირადად იცნობენ, და აღიარებენ, რომ ამ ტიპის ლიდერები საშიშნი არიან ხელმძღვანელ თანამდებობებზე და უაღრესად უარყოფით გავლენას ახდენენ თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ გარემოზე.
მუდმივი დისკუსიის საგანს წარმოადგენს ის საკითხი, თუ რა განაპირობებს ასეთი ტიპის ლიდერების ხელმძღვანელ თანამდებობებზე დაწინაურებას, რა სახის სისტემურ პრობლემებთან არის აღნიშნული საკითხი დაკავშირებული და როგორ შეიძლება ასეთი ტიპის ლიდერებთან თანამშრომლობა ისე, რომ სამუშაო კლიმატს საფრთხე არ შეექმნას. ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია, თუმცა, შესაძლებელი იმ შემთხვევების ანალიზიდან გამომდინარე, რომლებიც მრავლად არსებობს, თუნდაც საკმაოდ მაღალი თანამდებობის და მეთაურობის შემთხვევებიდან.