წინააღმდეგობის როლი საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაში
Main Article Content
ანოტაცია
წინამდებარე კვლევაში განხილულია წინააღმდეგობის მოძრაობა, როგორც ტოტალური თავდაცვის მნიშვნელოვანი ელემენტი. განსაზღვრულია თუ რა როლი აკისრია წინააღმდეგობას საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. წარმოდგენილია წინააღმდეგობის სტრუქტურა, კომპონენტები და ფაზები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეფექტური წინააღმდეგობა. მოყვანილია შესაბამისი მაგალითები, თუ რა სახის გამოწვევების წინაშე დგას ხელისუფლება წინააღმდეგობის ძალების განხორციელების პროცესში. წარმოდგენილია წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივაციისთვის რა წინაპირობები უნდა შექმნან საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის დამგეგმარებლებმა. ამავდროულად განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება, წინააღმდეგობის როლის მნიშვნელობაზე, როგორც მოწინააღმდეგის კონვენციური ძალების შემოჭრამდე, ასევე ქვეყნის სრული ან ნაწილობრივი ოკუპაციის დროს, სახელმწიფოს დაცემისგან დახსნაში. უშუალოდ კვლევის პრობლემას წარმოადგენს საკითხის სპეციფიკურობა, ვინაიდან წინააღმდეგობის პროცესი წარმოადგენს მკაცრად გასაიდუმლოებულ მოქმედებებს, კვლევაში რთული აღმოჩნდა ზღვარის პოვნა იმ მასალის გასასაჯაროებლად რითაც შესაძლოა ჩამოყალიბდეს ეფექტური წინააღმდეგობის ძალები საქართველოში.