ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები და ყოვლისმომცველი თავდაცვის მიდგომა
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში განხილულია ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები და მათი დაძლევის გზები „Comprehensive Defense“ (ყოვლისმომცველი თავდაცვის) მოდელის გამოყენებით. კვლევა ეფუძნება როგორც თეორიულ ჩარჩოებს (რეგიონული უსაფრთხოების კომპლექსის თეორია, შეკავების თეორია, ჰიბრიდული საფრთხეების თეორია), ისე პრაქტიკულ მაგალითებს. ანალიზში შედის საქართველოს საკანონმდებლო და კონცეპტუალური დოკუმენტების მიმოხილვა და მათი შედარება დღევანდელ რეგიონულ რეალობასთან (რუსეთ-უკრაინის ომი, აზერბაიჯან–სომხეთის კონფლიქტი). გარდა ამისა, წარმოდგენილია საერთაშორისო გამოცდილება (შვედეთი, ნორვეგია, ბალტიისპირეთი) და მისი ადაპტაციის შესაძლებლობები საქართველოს კონტექსტში. კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს უსაფრთხოების მდგრადობის უზრუნველყოფა მოითხოვს სამხედრო, სამოქალაქო, ეკონომიკური, ინსტიტუციური, საერთაშორისო და კიბერუსაფრთხოების კომპონენტების ინტეგრირებულ განვითარებას.
ავტორს აღნიშნული აქვს, საქართველოს ყოვლისმომცველი უსაფრთხოების SWOT ანალიზი, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყანას გააჩნია ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, პროფესიული სამხედრო სისტემა და მოსახლეობის მაღალი გამძლეობა
ნაშრომში ასევე ყურადღება არის გამახვილებული მსოფლიოს დიდი მოთამაშეების ინტერესებზე საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში.