„სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის აუზის გეოსტრატეგიული როლი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და მისი პარტნიორი ქვეყნებისთვის“
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომში „სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის აუზის გეოსტრატეგიული როლი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და მისი პარტნიორი ქვეყნებისთვის“ განხილულია ზემოთ აღნიშნული რეგიონების უსაფრთხო განვითარებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების აღნიშნულ პროცესებში ჩართულობის ხარისხი და ძალისხმევა, მათი ინტერესები და მიზნები, შესაძლო წარმოშვებული საფრთხეები და რისკები. ყურადღება გამახვილებულია, ასევე არარეგიონალური აქტორების პოლიტიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებზე, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს შავი ზღვის აუზის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხოების გარემოზე და მათ სტაბილურობაზე.
ნაშრომის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს სამომავლო შედეგებზე ორიენტირებული საქმიანობის შესწავლა და ანალიზი, რაც დაგვეხმარება კონკრეტული და მნიშვნელოვანი მოვლენების გამოკვეთასა და მათ არსობრივ იდენტიფიცირებაში, სხვა პარალელურად განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში. განხილვაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონში, მუდმივად არსებულ ტურბოლენტურ ვითარებას, რომელსაც ქმნის სხვადასხვა გარე აქტორების ინტერესების თანხვედრა ან გადაკვეთები, სამხედრო კონფლიქტები, ახლად შექმნილი ეკონომიკური ზონები, სახელმწიფოთა პოლიტიკური მისწრაფებები, სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანსპორტო მარშრუტები და ენერგო რესურსების გამტარი დერეფნები. რეგიონის სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით ენერგო რესურსების გადაზიდვის მოკლე და ხელსაყრელ, სტაბილურ და საიმედო სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ხაზების არსებობას, უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს და კრიტიკულ მნიშვნელობას სძენს აღნიშნული რეგიონის ქვეყნებში უსაფრთხოების სექტორის გაძლიერებას და მათ სტრატეგიულ მხარდაჭერას, ქმედითუნარიანობის ამაღლებისა და შენარჩუნების თვალსაზრისით.
ნაშრომის განხილვისას ყურადღება ეთმობა სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის აუზის რეგიონის სახელმწიფოთა პოლიტიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს. მათ შორის, არსებულ ან მომავალში შესაძლო ჩამოყალიბებულ ალიანსებს, ეკონომიკური და სამხედრო ინტერესების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს განხორციელებული და მომავალში განსახორციელებელი მეგაპროექტებისთვის უსაფრთხო და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით და უსაფრთხოების ერთიანი სისტემის შექმნის თვალსაზრისით. ნაშრომის ორიგინაკურობას და სამეცნიერო სიახლეს წარჯოგენს ის გარემოება, რომ პირველად გამოკვეთილია სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის არაინდენად გეოპოლიტიკური, არამედ გეოსტრატეგიული ანუ სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა და რაობა, რაც ასე მნიშვნელოვანია აღნიშნული სივრცეების ოპერატიულ-სტრატეგიულ კუთხით წარმოჩენაში და სამხედრო ოპერაციების და საბრძოლო მოქმედებების სამხედრო ანალიტიკური კონტექსტში შესასწავლად. ამას გარდა, ნაშრომის უნიკალობას შეადგენს ისიც, რომ გაანლიზებულია ბოლო პერიოდში მომხდარი სამხედრო კონფლიქტები.
ნაშრომის დასკვნით ნაწილში განხილულია აღნიშნული რეგიონის მზარდი პოტენციალით დაინტერესებული ქვეყნების მიზნები და ამისათვის მობილიზებული ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ მეგაპროექტებში და უსაფრთხოების სექტორში. მასში ნათლად არის წარმოჩენილი რეგიონის სტრატეგიული მხარდაჭერისა და შესაძლებლობების ზრდის ტენდენციები, როგორც სამხედრო, სამხედრო-პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და ფინანსური სარგებლის მიღების კუთხით, მიმდინარე პროცესებში მონაწილე ყველა სუბიექტისათვის, რამაც საბოლოო ჯამში უნდა შექმნას უსაფრთხოების უპრეცენდენტო გარანტიები შავი ზღვის აუზის გარკვეული სახელმწიფოებისთვის.