სამართლიანი ომის ბჰაგავად გიტას მიხედვით
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში გაანალიზებულია სამართლიანი ომი რაობა „ბჰაგავატ გიტას“ და მთლიანდ მაჰაბჰარატას მიხედვით. თუ რატომ უნდა იბრძოლოს მეომარმა, რა არის მისი მოვალება, რა კავშირია „ბჰაგავატ გიტაში“ მოცემულ იდეებსა და თანამედროვე სამართლიანი ომის თეორიას შორის.
ბჰაგავად გიტა ინდური ეპიკური პოემის - მაჰაბჰარატას ნაწილია, სადაც პანდავთა დინასტიის პრინც არჯუნასა და ღმერთ კრიშნას შორის დიალოგი იმართება ომის რაობის შესახებ. ბჰაგავად გიტაში გადმოცემულია რთული და, ერთი შეხედვით, წინააღმდეგობრივი შეხედულება ომზე. არჯუნა მეომარია, რომელიც იტანჯება საკუთარ ნათესავებთან მომავალი ბრძოლის მორალური შედეგებით. კრიშნა მოუწოდებს მას შეასრულოს თავისი მოვალეობა, როგორც მეომარმა. კრიშნა ამართლებს ომს სამართლიანი მიზნისთვის, ის ხაზს უსვამს მოვალეობის შესრულებას შედეგზე მიჯაჭვულობის გარეშე. ეს მიდგომა გვთავაზობს აქცენტის გაკეთებას სამართლიან ქმედებებზე და არა ომის თანდაყოლილ ნეგატიურ შედეგებზე.
„ბჰაგავად გიტა“ არ იძლევა მარტივ პასუხს ომის ეთიკის შესახებ. იგი ხაზს უსვამს მოვალეობისა და სამართლიანი მოქმედების აუცილებლობას. ტექსტი შეიცავს როგორც სამართლიანი ომის გააზრებას, ასევე უფრო შინაგანი, სულიერი ბრძოლისკენ მოწოდებას.