„სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ და მისი გავლენა საბრძოლო მოქმედებების გადააზრებაზე

Main Article Content

დავით თევზაძე

Abstract

21-ე საუკუნის სამხედრო დაპირისპირებებს შორის, რუსეთის ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ, მიუხედად იმისა, რომ მისი დასრულების კონტურები ჯერ კიდევ ბუნდოვანებითაა მოცული, შეიძლება ითქვას, რომ უკვე გამორჩეულია. ეს გამორჩეულობა, პრაქტიკულად, ეხება მიმდინარე კონფლიქტის ყველა ასპექტს: ხანგრძლვობა, გეოგრაფია, სამოქალაქო და სამხედრო მსხვერპლის რაოდენობა, ომის დანაშაულებების სტატისტიკა, გახარჯული საბრძოლო მასალის მოცულობა და განადგურებული ჯავშანტექნიკის რაოდენობა, დანგრეული ქალაქებისა და განადგურებული სოფლების სიმრავლე, ახალი შეიარაღება, რომელიც ბრძოლის ველზე ერთბაშად, მასიურად გამოჩდა და სწრაფად ევოლუცუიონირებს, და ბოლოს, კონფლიქტში პირდაპირ თუ ირიბად ჩართული მხარეების რაოდენობა, რომელიც უპრეცენდენტოა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ბუნებრივია, სპეციალისტები უკვე ცდილობენ იმ მოვლენათა დინამიკის გააზრებას, რაც რუსეთ-უკრაინის უკიდეგანო სივრცეებზე ხდება.

Keywords:
რუსეთი, უკრაინა, სპეციალური სამხედრო ოპერაცია, შეიარაღება, ომი
Published: Dec 26, 2024

Article Details

Section
Articles