ჯავახეთის წარწერები როგორც საისტორიო წყარო

ავტორები

  • ლია ახალაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

საისტორიო წყარო, ჯავახეთის წარწერები, ლაპიდარული

ანოტაცია

მსოფლიო ისტორიაში წერილობითი კულტურის უძველესი ნიმუშები ეპიგრაფიკული ძეგლების სახით არის შემორჩენილი. მათი შესწავლა და სასიტორიო წყაროდ გამოყენება ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და რომში დაიწყო. სხვა სახის წერილობით წყაროებთან შედარებით ეპიგრაფიკული ძეგლების დიდი უმრავლესობა თანამედროვის მიერ შესრულებული წარწერებია და ისტორიული წარსულის აღწერის პროცესში მათ პირველხარისხოვანი და სანდო საისტორიო წყაროს ღირებულება გააჩნიათ. საქართველო უძველესი წერილობითი კულტურის ქვეყანაა და ბუნებრივია, ამ კულტურის მრავალრიცხოვანი ნიმუშები ეპიგრაფიკული ძეგლების სახითაა შემორჩენილი. მათ შორის არის, როგორც უძველესი, ასევე შუა საუკუნეებისა და ახალი დროის წარწერები. მრავალრიცხოვან ქართულ ეპიგრაფიკულ ძეგლებს შორის გამორჩეული და თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ჯავახეთის წარწერებს, როგორც მრავალრიცხოვნებით, ასევე ქართული დამწერლობის განვითარების ისტორიისა და ისტორიულწყაროთმცოდნეობითი ღირებულებით. ჯავახეთის წარწერების ზოგადი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი მიმოხილვაც კი ცხადყოფს, თუ რაოდენ მდიდარია ეს მასალა ინფორმაციულობის თვალსაზრისით. მათში უმნიშვნელოვანესი ცნობებია დაცული არამარტო ჯავახეთის, არამედ მთელი ქვეყნის ისტორიის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ცალკეული საკვანძო საკითხების შესახებ. მრავალრიცხოვანი ცნობებია დაცული საეკლესიო ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით. ბუნებრივია, ამ მასალას საქართველოს ისტორიის წერილობით წყაროებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და მეცნიერულ ქართველოლოგიაში დიდ ინტერესს იწვევს. ჯავახეთის წარწერების ქვედა ქრონოლოგიური ზღვარი VI საუკუნეა. ამ პერიოდიდან მოყოლებული მთელი შუა საუკუნეებისა და ახალი დროის მანძილზე რეგიონი ქართული კულტურის, მათ შორის წერილობითი კულტურის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო. რეგიონის ეპიგრაფიკული ძეგლები გარეგნული ნიშნის მიხედვით შეიძლება სამ ძირითად ჯგუფად დაიყოს:

1. ლაპიდარული, ანუ ქვაზე ამოკვეთილი წარწერები

2. ფრესკული, ანუ საღებავით შესრულებული წარწერები და

3. ჭედური, ანუ ლითონზე შესრულებული წარწერები

წყაროები

ი. აბულაძე 1991 - სულხან საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული,

I ავტოგრაფული ნუსხების მიხედვით მოამზადა, გამოკვლევა და

განმარტებათა ლექსიკის საძიებელი დაურთო ილია აბულაძემ, თბ.

გ. აბრამიშვილი… 1989 - ქართული წარწერების კორპუსი III,

ფრესკული

წარწერები I. ატენის სიონი. გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა

და საძიებლები დაურთეს გურამ აბრამიშვილმა და ზაზა

ალექსიძემ. თბ. 1989

ლ. ახალაძე 2004 - ლ. ახალაძე, ქართული და სომხური წყაროები

`აფხაზთა მეფეთა” ტიტულატურის შესახებ. წელიწდეული

`საისტორიო ძიაბანი”, VII, თბ. 2004

ლ. ახალაძე, 2005 - ლ. ახალაძე, აფხაზეთის ეპიგრაფიკა როგორც

საისტორიო წყარო. ლაპიდარული და ფრესკული წარწერები. თბ.

ლ. ახალაძე, 2008 - ლ. ახალაძე, აფხაზეთის ეპიგრაფიკული

ძეგლების კლასიფიკაციის ზოგიერთი საკითხისათვის, კრებული

ქართველური მემკვიდრეობა. ტ. XII. თბ. 2008

ბაქრაძე 1885 - ვახუშტი, საქართველოს ისტორია, ტფ. 1885

ვ. ბერიძე 1956 - ვ. ბერიძე, ძველი ქართველი ხუროთმოძღვრები,

თბ. 1956

დ. ბერძენიშვილი 1975 - დ. ბერძენიშვილი, ჯავახეთის ისტორიული

გეოგრაფიის საკითხები, კრებული: საქართველოს ისტორიული

გეოგრაფიის საკითხები, ტ. V. თბ. 1975

ნ. ბერძენიშვილი 1966 - ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის

საკითხები, თბ. 1966

ნ. ბერძენიშვილი 1964 - ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის

საკითხები, თბ., 1964

შ. გლოველი 2004 - შ. გლოველი, აფხაზთა სამეფო, ისტორიის

მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად

წარმოდგენილი დისერტაციის ავტორეფერატი. თბ. 2004

ი. გაგოშიძე… 1992 - ი. გაგოშიძე, გ. გაგოშიძე, ქართლის

ხუროთმოძღვართუხუცესი, ლიტერატურა და ხელოვნება, #2-3,

ი. დოლიძე 1970 - ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III.

ტყექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი.

დოლიძემ, თბ. 1970

თ. ენუქიძე… 1984 - თ. ენუქიძე, ვ. სილოგავა, ნ. შოშიაშვილი,

, გვ. 58:123-126) ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი,

ტ. I. IX_XIII სს. შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ.

ენუქიძემ, ვ. სილოგავამ, ნ. შოშიაშვილმა, თბ. 1984

ვახუშტი 1973 - ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა

საქართველოსა, წიგნში

ქართლის ცხოვრება ტ. IV. ტექსტი

დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.

ყაუხჩიშვილის მიერ. თბ. 1973

კ. მელითაური… 1955 - კ. მელითაური, ნ. შოშიაშვილი, შ.

ხანთაძე, გ. ჯამბურია, ვარძია, თბ. 1955

მ. ლორთქიფანიძე 1955 - მ. ლორთქიფანიძე, ქართული

ფეოდალური მონარქიის კარის მოხელენი, მსკი, ნაკვ. 32, თბ. 1955

ლ. მუსხელიშვილი 1941 - ბოლოკ ბასილის მშენებლობა

შუარტყალში და აბუსერიძეთა საგვარეულო მატიანე, `1233წ.

ტექსტი გამოსცა ლევან მუსხელიშვილმა, თბ. 1941

ელ. მეტრეველი 1962 - ელ. მეტრეველი, მასალები იერუსალიმის

ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVII სს.), თბ., 1962

ელ. მეტრეველი 1996 - ელ. მეტრეველი, ნარკვევები ათონის

კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან, თბ. 1996

გ. ოთხმეზური, 1981 - გ. ოთხმეზური, XII-XIII საუკუნეების მიჯნის

ქართული ლაპიდარული წარწერები როგორც საისტორიო წყარო.

თბ. 1981

თ. ჟორდანია 1897 - ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს

ისტორიისა, შეკრებილი ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი

და გამოცემული თედო ჟორდანიას მიერ.. წ. II. თფ. 1897

მ. რეხვიაშვილი 1992 - მ. რეხვიაშვილი, სამცხის სამთავრო თბ.

მ. საბინინი 1882 - საქართველოს სამოთხე, მ. საბინინის გამოცემა,

ვ. სილოგავა 1980 - ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული

წარწერები. დასავლეთ საქართველოს წარწერები. ნაკვ. I. (IX_XIII

სს). შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ვალერი სილოგავამ.

თბ. 1980

ვ. სილოგავა 1983 - ვ. სილოგავა, სამხრეთ საქართველოს

წარწერების შესწავლა ხელნაწერთა ექსპედიციის მიერ. მრავალთავი,

X. 1983

ვ. სილოგავა 2004 - ვ. სილოგავა, სამეგრელო-აფხაზეთის

ეპიგრაფიკა, თბ. 2004

ს. ყაუხჩიშვილი 1955 - ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა

მეფეთა, წიგნში: ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა

ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბ. 1955

ს. ყაუხჩიშვილი 1951 - თ. ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები

საქათველოში, თბ. 1951

ს. ყაუხჩიშვილი 2004 - თ. ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული

წარწერების კორპუსი, მეორე შესწორებული და შევსებული

გამოცემა, თბ. 2004

ნ. შოშიაშვილი 1980 - ქართული წარწერების კორპუსი, I.

ლაპიდარული წარწერები. აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო

(V_X სს). შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნოდარ

შოშიაშვილმა. თბ. 1980

ვ. ცისკარიშვილი, 1959 - ვ. ცისკარიშვილი, ჯავახეთის ეპიგრაფიკა

როგორც საისტორიო წყარო. თბ. 1959. გვ. 4

ივ. ჯავახიშვილი 1982 - ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის

ისტორია, წიგნი პირველი. თხზულებანი თორმეტ ტომად. თ. VI.

თბ. 1982

ივ. ჯავახიშვილი 1983 - ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია,

თხზულებანი თორმეტ ტომად. ტომი. II. თბ. 1983

ჯავახეთი, 2000 - ჯავახეთი. ისტორიულ-ხუროთმოძღვრული

გზამკვლევი. რედაქტორი: დ. თუმანიშვილი. ტექსტის ავტორები:

ისტორია, ისტორიული გეოგრაფია: დ. ბერძენიშვილი

ნივთიერი

კულტურის ძეგლები: ირ. ელიზბარაშვილი, ნ. ვაჩეიშვილი, ც.

ჩაჩხუნაშვილი. თბ. 2000

გამოქვეყნებული

2025-03-01

როგორ უნდა ციტირება

ახალაძე ლ. (2025). ჯავახეთის წარწერები როგორც საისტორიო წყარო. ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები, 1. Retrieved from http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8824