ხანცთისა და ათონის ივერთა მონასტრების ტიპიკონების შედარებითი დახასიათება
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომში განხილულია ხანცთისა და ათონის ივერთა მონასტრის ტიპიკონებს შორის მსგავსებები და განსხვავებები. შესწავლილია საკითხი იმის შესახებ, რომ გრიგოლ ხანცთელის მიერ მეცხრე საუკუნეში შემუშავებულ წეს-განგებას, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია, საფუძვლად დასდებია პალესტინის საბა განწმენდილის ლავრის ტიპიკონი, რომელიც, სავარაუდოდ, ხანცთის სავანის პირობებზე იქნებოდა მორგებული და მასში ჩართული უნდა ყოფილიყო მამა გრიგოლის მიერ საბერძნეთში მოგზაურობის შედეგად შეძენილი გამოცდილებაც. ათონის ივერთა მონასტრის ტიპიკონი უნდა ჩამოყალიბებულიყო მეათე საუკუნის ბოლოს. სამეცნიერო ლიტერატურაში დადგენილია, რომ იგი შედგენილია კონსტანტინეპოლის აია სოფიას საპატრიარქო ტაძრის ტიპიკონის საფუძველზე ათონზე დამკვიდრებულ ტრადიციათა გათვალისწინებით. ხანცთისა და ათონის ივერთა მონასტრების ძმათა ცხოვრების წესი, ძირითადად, ერთნაირია. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ქრისტიანული მართლმადიდებლური მონასტრებისათვის ცხოვრების წესი ზოგადად მკაცრად იყო განსაზღვრული და დღემდეც ასე მოქმედებს.