შამილის სახე აკ. გაწერელიას პროზაში
Main Article Content
ანოტაცია
მეოცე საუკუნის თვალსაჩინო მწერლისა და მეცნიერის, აკაკი გაწერელიას მხატვრულ შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს მთის ამაყი შვილის, შამილის სახის ჩვენებას. ზოგადად, შამილის სახე ქართველ მწერალთა შემოქმედებაში წარმოჩინდა, როგორც ერთგვარი პარადიგმა დაუმორჩილებლობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირისა. ამ დამოკიდებულებითაა შექმნილი აკ. გაწერელიას ისტორიული მოთხრობები.
ნაშრომში მოცემულია აკ. გაწერელიას მოთხრობების „იმამის ერთი დღე“, „იმამი ლოჟაში“ და „ბოსკოს შეგირდის“ მხატვრული ანალიზი.
ავტორის მიზანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირის – შამილის სახის ჩვენება, მისი დამარცხების შემდეგ, ტყვეობაში, მისი იდეალიზება, მეორე მხრივ კი, თანამედროვეთათვის თავისუფლებისათვის ბრძოლის მოწოდება.
საკვანძო სიტყვები:
აკ. გაწერელია, მოთხრობები, შამილი, კავკასია, თავისუფლებისათვის ბრძოლა
გამოქვეყნებული:
Jan 9, 2021
Article Details
გამოცემა
სექცია
ლიტერატურათმცოდნეობა
PKPApplication::getCCLicenseBadge(https://creativecommons.org/licenses/by-nc/4.0)