პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები
Main Article Content
ანოტაცია
“პოლიტიკა” ბერძნული სიტყვების “polis” (ქალაქი-სახელმწიფო) და “techné” (მეცნიერება) ნაერთია და სახელმწიფოს მართვის მეცნიერებას ნიშნავს. თანამედროვე გაგებით, პოლიტიკა მოიცავს ყველა იმ იდეოლოგიას, სტრატეგიას თუ აქტივობას, რომლებიც სახელმწიფოს მართვასთან და ამ უკანასკნელის სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობასთან არის კავშირში.
მაკიაველი სიტყვებით “ყველაფერი პოლიტიკა არ არის, თუმცა პოლიტიკა ყველაფრით ინტერესდება.” შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკა მოიცავს სახელმწიფოს ორგანოების მოწყობისა და ურთიერთდამოკიდებულების საკითხებს, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ სფეროებს, ქვეყნის საგარეო
ურთიერთობას, თავდაცვის სტრატეგიებს და მრავალ სხვა საკითხს. პოლიტიკას ჰყავს თავისი მონაწილეებიც. პირველ რიგში, რა თქმა უნდა მათში პოლიტიკოსები იგულისხმებიან, რომლებიც მონაწილეობენ ან სურთ, რომ მონაწილეობდნენ ქვეყნის მართვაში, მისი პრიორიტეტების განსაზღვრასა და შესრულებაში. როგორც წესი, პოლიტიკოსები ერთიანდებიან პოლიტიკურ პარტიებში ან საზოგადოებრივ მოძრაობებში, რომლებიც საკუთარ პროგრამებში განსაზღვრავენ სახელმწიფოს განვითარების მათეულ ხედვას.