ტოტალური თავდაცვის როლი საქართველოსთვის

Main Article Content

გოჩა ბათაძე

ანოტაცია

დღესდღეობით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როგორებიცაა: უკრაინა-რუსეთის ომი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები თუ სომხეთ-აზერბაიჯანის დასრულებული ომი, უფრო აქტუალური გახდა ე.წ. ტოტალური თავდაცვის სისტემის დანერგვა საქართველოში. ტოტალური თავდაცვა, თავისი არსით, წარმოადგენს მცირე ზომის ქვეყნების მიერ ძლიერი აგრესორის შეკავებას და იგი მოიცავს სხვადასხვა მახასიათებლების ერთობლიობას, სადაც უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს სამხედრო თავდაცვასთან ერთად სამოქალაქო თავდაცვასაც. ეს უკანასკნელი წარმოადგენს უმთავრეს მიმართულებას, რომლის გარეშე ვერცერთი ტოტალური თავდაცვის მახასიათებელი ვერ იქნება წრმატებული და შედეგის მომტანი, მათ შორის თვით სამხედრო თავდაცვაც კი.


ტოტალური თავდაცვის მიზანშეწონილობასა და აუცილებლობაზე უსვამს ხაზს ავტორთა ჯგუფი საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კვლევითი ცენტრის მიერ გამოცემულ ნაშრომში, რომელშიც ნათლადაა წარმოჩენილი ტოტალური თავდაცვის მაგალითები სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით და შესაბამისად ავტორები საფუძვლიან რეკომენდაციას იძლევიან საქართველოში მისი დანერგვის შესახებ. ავტორთა ჯგუფი აღნიშნავს, რომ ,,ტოტალური თავდაცვის დოქტრინის რეალიზაცია, ეფექტური ტერიტორიული თავდაცვის ძალებისა და ეფექტური სამოქალაქო თავდაცვის სისტემის ფორმირებას ეყდნობა და ...სამოქალაქო თავდაცვის გამართული ფუნქციონირება ომის დროს სახელმწიფო მართვის ქმედითუნარიანობას უზრუნველყოფს.


წინამდებარე სტატიაში დასაბუთებულია საქართველოში ტოტალური თავდაცვის დანერგვის აუცილებლობა და მისი როლი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში, რაც შესაძლებელს გახდის საქართველოს მიერ ჭარბი ძალების მქონე აგრესორის შეკავებას გარკვეული დროით და საშუალებას მისცეს საერთაშორისო საზოგადოებას გაატაროს ქმედითი ღონისძიებები აგრესორ ქვეყანაზე ზეწოლისთვის საქართველოს სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად.

საკვანძო სიტყვები:
ტოტალური თავდაცვა, ასიმეტრიული ბრძოლა, მცირე ზომის დანაყოფები, ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფები, პარტიზანული მოქმედებები
გამოქვეყნებული: Dec 26, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles