ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის გააქტიურება ისლამური რევოლუციის შემდეგ (სამხედრო პოლიტიკური ასპექტები)

Main Article Content

ომარ თურმანიძე

ანოტაცია

ირანის ბირთვული პროგრამა აშშ-სა და დასავლეთისათვის აქტუალური გახდა ირანის ისლამური რევოლუციის შემდგომ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ პროგრამაზე მუშაობა ირანმა ისლამურ რევოლუციამდე დასავლეთის მხარდაჭერით დაიწყო. მას შემდეგ, რაც ირანში ახალი რეჟიმი დამკვიდრდა, ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ აშშ-სა და მისი მოკავშირეების დამოკიდებულიბა ნეგატიურად შეიცვალა. ირანს პერიოდულად უწესდებოდა სანქციები და მოითხოვდნენ მისგან ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის შეწყვეტას. მიუხედავად სანქციებისა, ირანს არ შეუწყვეტია ამ პროგრამაზე მუშაობა.


ირანსა და დასავლეთს შორის 2015 წელს მოხერხდა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა, რის შედეგადაც ქვეყანას სანქციები მოეხსნა. აღნიშნული შეთანხმება ხანმოკლე აღმოჩნდა. აშშ-მ დაარღვია მიღწეული ბირთვული შეთანხმება და კვლავ დაუწესა ირანს სანქციები. სანქციების დაწესების პროცესი დღემდე გრძელდება, თუმც გამოსავლის ძიების გზების პოვნაც დღის წესრიგშია

საკვანძო სიტყვები:
ირანი, აშშ, სანქციები, ბირთვული პროგრამა, შეთნხმება
გამოქვეყნებული: Dec 26, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles