ტრამპი და უკრაინა, ახალი რესპუბლიკური პოლიტიკის როლი კონფლიქტის განვითრებაში
Main Article Content
ანოტაცია
უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტზე, განსაკუთრებით 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შეერთებული შტატების პოლიტიკამ. სხვადასხვა ადმინისტრაციამ ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები წარმოაჩინა. განსაკუთრებით შესამჩნევი გავლენა ამ კონფლიქტის განვითარებაზე იყო აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკური ტრაექტორია და რესპუბლიკური პარტიის როლის განვითარება. ტრამპის პოლიტიკამ, რიტორიკამ და რესპუბლიკურ პარტიაში არსებულმა დინამიკამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე უკრაინის მიმართ და უფრო ფართო გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე აღმოსავლეთ ევროპაში. აშშ-ს 2024 წლის წინა საარჩევნო გამოსვლების დროს ტრამპმა განაცხადა, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება ოცდაოთხ საათში შეეძლო, თუმცა ზუსტი ნაბიჯები თუ როგორ აპირებდა ამას არ დაუსახელებია. თითქმის სამი წელია რაც უკრაინის ტერიტორიაზე საომარი ვითარებაა, დღითიდღე უარესდება მსოფლიოში მიმდინარე სამვიდობო ვითარება და არასდროს ყოფილა სახელმწიფოები ისე ახლოს მესამე მსოფლიო ომთან, როგორც ახლა, შესაბამისად მნიშვნელოვანია სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, მსოფლიო ლიდერების მხრიდან, რომელიც მოახდენს საერთაშორისო კონფლიქტებისა და ტერიტოიების ხელახლა გადანაწილების ექსკალაციას, მნიშვნელოვანია გავიგოთ რა როლი უჭირავს ამ მხრივ აშშ-ს და რა იქნება მისი ახალი პრეზიდენტის პოლიტიკური ნაბიჯები საერთო მშვიდობის პერსპექტივაში.