ეროვნული წინააღმდეგობის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ასპექტის შესახებ

Main Article Content

ირაკლი ბათიაშვილი

ანოტაცია

ჩვენი ამოცანაა, რომ განვიხილოთ ეროვნული ტოტალური წინააღმდეგობის (National total resistance) ზოგიერთი ძირითადი კომპონენტი; სახელდობრ, ე.წ. იატაკქვეშეთი (Underground) და პარტიზანული მოძრაობა (Guerrilla). რა თქმა უნდა, ჩვენი მსჯელობები უნდა ატარებდეს უაღრესად კვალიფიციურ ხასიათს და ამიტომაც, უპირველეს ყოვლისა, დავეყრდნობით ტოტალური წინააღმდეგობის ერთ-ერთ უახლესს და აღიარებულ თეორიას: მხედველობაში გვაქვს შვედეთის თავდაცვის უნივერსიტეტის ნაშრომი - ,,წინააღმდეგობის ოპერატიული მართვის კონცეფცია“, რომლის მთელ რიგ ფრაგმენტებს წარმოვადგენთ მნიშვნელოვნად გადამუშავებული სახით. ასევე დავეყრდნობით უაღრესად საყურადღებო ნაშრომს - ,,პარტიზანული ომის საფუძვლები: თეორია და პრაქტიკა“. ამგვარად, განვიხილავთ აღნიშნულ შრომებში წარმოდგენილ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ასპექტს და საკვანძო მომენტს, რითაც ცხადვყოფთ წინააღმდეგობის მოძრაობის და კერძოდ, მისი მთავარი კომპონენტების - იატაკქვეშეთის და პარტიზანული მოძრაობის - ზოგადი კონცეპტის შინაარსს: კერძოდ, მათ ადგილს და ფუნქციას გარკვეული სისტემის შიგნით, მათ სტრუქტურას, შემადგენელ ელემენტებს და მნიშვნელოვან მახასიათებლებს. ხოლო ამ ზოგადი კონცეპტის ექსპლიკაცია ემსახურება ჩვენს მომავალ განხილვებს, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ საკუთარი ეროვნული წინააღმდეგობის არსებითი მახასიათებლები, სწორედ, რომ სპეციფიკური ფაქტორების გათვალიწინებით; სახელდობრ, ჩვენი ეროვნული ინტერესების, სპეციფიკური გეოპოლიტიკური ვითარების, ჩვენს წინაშე არსებული საფრთხეების და ქვეყნის კულტურული, ფსიქოლოგიური, გეოგრაფიული, ურბანული თავისებურებების გათვალიწინებით.

საკვანძო სიტყვები:
იატაკქვეშეთი, პარტიზანული მოძრაობა, ოპერატიული მართვა
გამოქვეყნებული: დეკ 22, 2023

Article Details

სექცია
Articles