კოსოვოში NATO-ს ჰუმანიტარული ინტერვენციის თეორიული ანალიზი
Main Article Content
ანოტაცია
საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები ცდილობენ იმ მიზეზებისა და გარემოებების პოვნას, რომელთაც სახელმწიფოები ზოგჯერ კონფლიქტისაკენ მიჰყავთ, ზოგჯერ კი - თანამშრომლობისაკენ. ყველა საერთაშორისო სიტუაცია წარმოადგენს არჩევანს კონფლიქტსა და თანამშრომლობას შორის. საერთაშორისო პოლიტიკური პროცესები ძალზედ კომპლექსურია, შესაბამისად, პოლიტიკაში პროგნოზების გაკეთება თეორიული ანალიზის გარეშე შეუძლებელია. პოლიტიკოსები და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები ხშირად იყენებენ საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებს, რათა განსაზღვრონ/ახსნან/პროგნოზი გააკეთონ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან სახელმწიფო მოღვაწეებმა პრობლემის გადასაჭრელად ან როგორ იმოქმედონ საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შეუძლებელია ერთმა რომელიმე თეორიამ სრულყოფილად ახსნას ყველა მოვლენა და მათი გამომწვევი მიზეზები. სწორედ ამიტომაც, მიზანშეწონილია რამდენიმე თეორიის ჭრილში მოხდეს ამა თუ იმ მოვლენის ანალიზი, რითაც დავადასტურებთ, მუშაობს თუ არა ამ თეორიების ძირითადი პოსტულატები და დაშვებები კონკრეტული ქეისის შემთხვევაში. ეს ნაშრომი შეეხება კოსოვოში NATO-ს ჰუმანიტარული ინტერვენციის თეორიულ ანალიზს და შეეცდება ახსნას აღნიშნული მოვლენის ძირითადი გამომწვევი მიზეზები საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების ჭრილში. კერძოდ, თავდასხმითი რეალიზმის და ლიბერალიზმის შეპირისპირებით, ნაშრომი ცხადყოფს, თუ როგორ იყენებენ დიდი სახელმწიფოები ჰუმანიტარულ ინტერვენციას, „გამართლებულ ომს“ ეროვნული ინტერესებისათვის.