შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების პერსპექტივა ნატოსა და ევროკავშირის კონტექსტში
Main Article Content
ანოტაცია
სამეცნიერო ნაშრომის მიზანია შავი ზღვის რეგიონის წარმოჩენა, როგორც ერთ-ერთი ძირითადი გეოპოლიტიკური ლოკაცია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის და საერთაშორისო ორგანიზაციების (ნატო; ევროკავშირი) ჩართულობის მნიშვნელობა, რეგიონში უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შესაქმნელად. ნაშრომში გაანალიზებულია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ურთიერთობების გაღრმავება საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამხედრო და ეკონომიკურ სფეროში იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს სანაპირო ზოლის სოციალური ფონი და გაიზარდოს რეგიონის უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში. აღნიშნული ნაშრომი გვიჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაციიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლში მომდინარე საფრთხეები პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, ევროპული სტაბილურობისათვის მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მოითხოვს უფრო მეტ სტრატეგიულ და სისტემურ მიდგომას, ვინაიდან რეგიონი დღესდღეობით წარმოადგენს გლობალური უსაფრთხოების ყველაზე მოწყვლად ავანსცენას. ნაშრომი შეისწავლის შავი ზღვის რეგიონში ევროატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის შემდგომი გაფართოების პერსპექტივას, როგორც ერთადერთ პასუხს არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესაკავებლად, დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით.