აშშ-ის საგარეო სამხედრო დახმარების ზეგავლენა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე

Main Article Content

ზეზვა ლიპარტელიანი

ანოტაცია

სტატია მიმოიხილავს აშშ-ის საგარეო სამხედრო დახმარების გავლენას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაზე. მასში ყურადღება მახვილდება საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში განხორციელებულ პროგრამებზე, მათ მიზნებსა და მიღწევებზე,  ასევე, ნაკლოვანებებზე, რამაც საბოლოო ჯამში საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას შეუწყო ხელი. კვლევა აჩვენებს, რომ აშშ-ის მხარდაჭერამ საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და მოდერნიზაციაში არსებითი წვლილი შეიტანა.


ორგანიზაციული დონის რეფორმებმა და მართვისა და კონტროლის სტრუქტურების გამყარებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თავდაცვის ინსტიტუტების ეფექტურობა. მოწინავე სასწავლო პროგრამებზე და სამხედრო განათლების გაცვლით პროგრამებზე წვდომამ ხელი შეუწყო ოპერატიული მზადყოფნის, ტაქტიკური უნარების და სტრატეგიული ლიდერობის გაუმჯობესებას. 30 წლის მანძილზე არსებული თანამშრომლობის პროცესში, აქცენტი გაკეთდა როგორც თანამედროვე სტრატეგიებზე, ისე ტაქტიკური უნარების განვითარებაზე, რამაც უზრუნველყო სამხედრო პროფესიონალიზმის გაღრმავება. ამასთან, სამხედრო აღჭურვილობის მოდერნიზაციამ, მოწინავე შეიარაღების სისტემებისა და ტექნოლოგიების ჩათვლით, გააძლიერა საქართველოს შესაძლებლობები საგანგებო საფრთხეებთან გამკლავების კუთხით.


აღნიშნულ სტატიაში ავტორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის  ძალებისთვის შესაბამისი  პროგრამების ორგანიზებასა და განხორციელებაში აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) კრიტიკულ როლზე. ეს პროგრამები დღემდე მიზნად ისახავს სამხედრო ძალების სტრუქტურების, სისტემებისა და ტრენინგების რეფორმირებას, რაც საქართველოს საშუალებას აძლევს გლობალურ საფრთხეებსა და გამოწვევებს მომზადებული შეხვდეს. აშშ-ის სამხედრო დახმარებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და მოდერნიზებას.


აღნიშნული სტატიაში ავტორი ეყრდნობა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ოფიციალურ ინფორმაციას (როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო) და ექსპერტთა მოსაზრებებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ თავად ავტორი გახლავთ აღნიშნული პროგრამების ბენეფიციარი და ასევე მის დაგეგმვაში მონაწილე პირი, რაც ნაშრომს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. 

საკვანძო სიტყვები:
თავდაცვა, საქართველო, სამხედრო ძალები,, აშშ, შეიარაღება
გამოქვეყნებული: დეკ 2, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles