მშვიდობიანი მოსახლეობის საფრთხეების ევოლუცია თანამედროვე კონფლიქტებში
Main Article Content
ანოტაცია
სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებამ მკვეთრად გაზარდა შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის შესაძლებლობები - ზემოქმედების ხასიათის, მასშტაბის, მოქმედების სიშორის მხრივ. გაიზარდა დაზიანების, ნგრევების და მეორადი ზემოქმედების მასშტაბებიც. ყველაფერი ეს მკვეთრად ზრდის საფრთხეებს და რისკებს მშვიდობიანი მოსახლეობისათვის, რაც უბიძგებს სპეციალისტებს შეისწავლონ ეს საკითხი და შეიმუშაონ რეკომენდაციები მათ შესამცირებლად.
ამ საკითხს ემსახურება ეს ნაშრომიც, რომელშიც განხილულია თანამედროვე ომების თანმდევი ფიზიკური, არაპირდაპირი ან სტრუქტურული, ფსიქოლოგიური და სოციალური საფრთხეები და მათგან გამომდინარე:
- უშუალო ფიზიკური ზემოქმედება და მისგან გამოწვეული ზიანი;
- ჰუმანიტარული კრიზისები და მოსახლეობის გადაადგილება;
- ეკონომიკური და სოციალური რყევები.
საკვანძო სიტყვები:
თანამედროვე ომები და კონფლიქტები, მშვიდობიანი მოსახლეობა, თანამედროვე შეიარაღება, ასიმეტრიული ომები, მრავალგანზომილებიანი ომები, საფრთხეები, რისკები
გამოქვეყნებული:
დეკ 2, 2025
Article Details
გამოცემა
სექცია
Articles
PKPApplication::getCCLicenseBadge(https://creativecommons.org/licenses/by-nc/4.0)