დავით აღმაშენებლის სტრატეგია და სამხედრო რეფორმები
Main Article Content
ანოტაცია
საქართველო თავისი ისტორიის მანძილზე მრავალ ბრძოლაში მონაწილეობდა, ვინაიდან ქვეყანა ისეთ გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობაზე იყო, ყველა დამპყრობლისათვის ეკონომიურად მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ადგილმდებარეობას წარმოადგენდა. ამიტომ იყო რომ საქართველო მუდმივად სხვადასხვა დამპყრობლების სამიზნე იყო, რომლებიც შემდგომში იპყრობდნენ საქართველოს. თუმცა, ქვეყანაში იყო როგორც დაცემის ისე აღმავლობის პერიოდი საუკუნეების მანძილზე იბადებოდნენ ისეთი მეფეები, რომლებიც თავიანთი ნიჭით და შორსმჭვრეტელობით საქართველოს მხსნელად მოევლინებოდნენ. სწორედ ასეთი ძლიერი მეფეების მემკვიდრეობის შედეგია რომ დღემდე არსებობს და ინარჩუნებს სახელმწიფოებრიობას საქართველო.
ამ ნაშრომში წარმოდგენილია XI საუკუნის მეორე ნახევრის პერიოდი, როდესაც სამთავრობოებად დაყოფილი ქვეყანა და მტრის შემოსევებისგან აკლებული საქართველოს მოსახლეობა სულს ღაფავდა, გარდა გარე მტრებისა ქვეყნას ვერაგულად ანადგურებდნენ საქართველოს შიდა მტრები, მაგრამ ამ დროს გამოჩნდა ქვეყნის მხსნელად მეფე დავით აღმაშენებელი, რომელმაც თავისი სიბრძნით განსწავლულობით და შორს მჭვრეტელობით, საქართველოს მოუტანა დიდება და სტაბილურობა.
ნაშრომში აღწერილია თუ როგორ ცდილობდნენ დამპყრობელი თურქ სელჩუკები საქართველოში საუკუნის მანძილზე აღორძინებულ სასოფლო სამეურნეო კულტურის აღმოფხვრას და განადგურებას. ეს პერიოდი მოხსენიებულია ისტორიაში „დიდი თურქობა“ რომელიც იყო დიდი შავი ლაქა იმ დროინდელ საქართველოში.
ნაშრომში განხილულია დავით IV-ის ის სტრატეგია და სამხედრო რეფორმები, რომელმაც დაცემული საქართველო დამპყრობლებისგან გათავისუფლა და აღკვეთა მათი თარეში ქვეყანაში, აგრეთვე მისი მეფობის დროს გაძლიერდა ქვეყნის ეკონომიკა, აღორძინდა და გაერთიანდა დაქუცმაცებული საქართველო. დავით მეფის მიერ ჩამოყალიბებული მართვის ორგანოებით ეფექტურად იმართებოდა სახელმწიფო. ამ რეფორმების შედეგი იყო რომ, იმ დროინდელი საქართველო მოწინავე სახელმწიფო იყო გეოპოლიტიკურ სივრცეში. ამის გამო ქართველმა მადლიერმა ერმა მეფეს,, აღმაშენებელი" უწოდა.