ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობათა ისტორიისათვის
(ერთი ახლადაღმოჩენილი საარქივო დოკუმენტის ანალიზი)
საკვანძო სიტყვები:
ოდიშ-აფხაზეთი, ოდიში, აფხაზეთი, დადიანებიანოტაცია
ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრობლემად ჩანს სამურზაყანოს საკითხი. სამურზაყანო კი, როგორც ცალკე ფეოდალური სამფლობელო, რომელსაც სათავეში აფხაზეთის სამთავრო სახლის გვერდითი შტოს წარმომადგენლები ედგნენ, წარმოიქმნა XVII-XVIIIსს. მიჯნაზე (ამის შესახებ დაწვრილებით იხ.: კვაშილავა 2011). აფხაზთა მთავრებმა, ისარგებლეს რა შინაარეულობებით დაუძლურებული ოდიშის მდგომარეობით, შეძლეს ეს მხარე დადიანისთვის წაერთმიათ. თუმცა, მალევე, 1702წ. მიწურულს სამეგრელოს ახალმა მთავარმა გიორგი ლიპარტიან-დადიანმა მოახერხა ენგურ-ღალიძგას შუამდინარეთზე, რომელსაც, მოგვიანებით `სამურზაყანო” ეწოდა (XVIIIს. I მესამედი _ ამის შესახებ დაწვრილებით იხ.: კვაშილავა 2011:97), კონტროლის აღდგენა (ვახუშტი 1973:862-863; დადიანი1962:169; კვაშილავა 2011:94-95). მიუხედავად ერთგვარი სტატუს-ქვოს აღდგენისა, ენგურ-ღალიძგას შუამდინარეთი აფხაზეთ-სამეგრელოს შორის ერთგვარ `საჯილდაო ქვად" იქცა. აფხაზეთის სამთავრო XVIIIს. მანძილზე პერმანენტულ შეტევებს ახორციელებდა სამურზაყანოზე საკუთარი კონტროლის დასამყარებლად, თუმცა აღნიშნული ქმედებები მისთვის მაინც, ძირითადად, უშედეგოდ მთავრდებოდა (ამის შესახებ დაწვრილებით: კვაშილავა 2011:74-190). საბოლოოდ, ეს საკითხი მხოლოდ 1812 წლის მიწურულს გადაიჭრა, როცა სამურზაყანოს მფლობელი მანუჩარ შარვაშიძე მოკლეს. ამის შედეგ კი, ადგილობრივ საქმეთა გამგებლობას მანუჩარის ცოლის ძმა _ სამეგრელოს მთავარი ლევან V დადიანი შეუდგა.
წყაროები
გ. ავალიშვილი 1967 - გ. ავალიშვილი, მგზავრობა თბილისიდან იე რუსალიმამდე. ტექსტი მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ელ. მეტრეველმა. თბ., 1967§
ვახუშტი 1973 -ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, _ ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილისმიერ. ტ. IV. თბ.,
ნ. დადიანი 1962 _ ნ. დადიანი, ქართველთ ცხოვრება. ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა, გამოკვლევა, კომენტარები, საძიებლები და ლექსიკონი დაურთო შ. ბურჯანაძემ. თბ., 1962
მ. დუმბაძე 1942 - მ. დუმბაძე, სამეგრელოს სამთავრო 1803-1857წწ.
ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი სადისერტაციო შრომა. თბ., 1942.
ნ. თაკალანძე, 1999§ _§ ნ. თაკალანძე,სამურზაყანოს საკითხი მიხეილ შარვაშიძისა და სამეგრელოს სამთავროს ურთიერთობაში, - ჟურნ.: `მაფშალია”, #5, 1999
კ. კვაშილავა 2011 _ კ. კვაშილავა, ისტორიული სამურზაყანოს წარსულიდან. XVII-XVIIIსს. მიჯნა _ 1840 წელი. თბ., 2011
ლევან V დადიანის ბრძანება - 1824წ. 5 თებერვალი. ლევან V დადიანის ბრძანება ცაიშის ტაძრისათვის თავადთა და აზნაურთა მიერ წართმეული მამულების დაბრუნებაზე კაცია დადიანის და გრიგოლ დადიანის სიგელების დამტკიცების შესახებ. _ წგნ.: ა. ტუღუში.
ცაიშის საეპისკოპოსო. ზუგდიდი, 2001, გვ. 98 სხეც. დოკუმენტი Hდ-10595 სხეც. დოკუმენტი Hდ-10597
ზ. პაპასქირი 2004 _ ზ. პაპასქირი, ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან. ნაკვ. I. უძველესი დროიდან 1917 წლამდე. თბ., 2004§
თ. ქადარია 2003 _ თ. ქადარია, სამეგრელოს სამთავრო XIX საუკუნის პირველ ნახევარში. თბ., 2003
ბ. ხორავა1996 _ ბ. ხორავა,ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა (XVXVIIIსს.). თბ., 1996
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .