ომისშემდგომი აფხაზეთის ენობრივი სიტუაციისა და ენობრივი კანონმდებლობის კომპლექსური დახასიათება

(1993-2012)

ავტორები

  • მანანა ტაბიძე ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
  • მერაბ ნაჭყებია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ენობრივი პოლიტიკა, აფხაზეთი, ენის კანონი

ანოტაცია

ჩვეულებრივ, ენობრივ პრაქტიკაში `ენის კანონის” მიღებას ენობრივი სიტუაციის კრიზისულ მომენტებს უკავშირებენ; ანუ იქ, სადაც არ არის პრობლემები, ენის კანონიც არ არის საჭირო; მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება: ენის კანონი დღის წესრიგში აყენებს პოლილინგვური საზოგადოების (არადა დღეს მსოფლიოში აღარ არსებობენ მონოლინგვური სახელმწიფოები) ენობრივი მოწყობის, ენობრივი წონასწორობის, სხვადასხვა ენობრივი ჯგუფის იდენტობის დაცულობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მხრივ გარანტიების საკითხებს. ანუ, ენის კანონის მიღება კი არ აწესრიგებს ლინგვოკულტურულ ატმოსფეროს, არამედ პირიქით, ისეთ პრობლემებსაც ააქტიურებს, რომელზეც საზოგდოებას აქამდე არც კი უფიქრია. სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვაგვარად აყალიბებს, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაშიც ამ კანონში ჩაიდო აფხაზთა ყველა ენობრივი ამბიცია, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის „ტერიტორიაზე" აფხაზური არის ერთადერთი სახელმწიფო ენა. სტატიაში განხილულია ბოლო ათწლეულის აფხაზეთის ენობრივი სიტუაცია და აღნიშნული ენობრივი კანონის უფუნქციობის მიზეზები.

წყაროები

აფხაზეთის სსრ კონსტიტუციის პროექტი 1925: აფხაზეთის სსრ კონსტიტუციის პროექტი 1925. აფხაზეთის სსრ კონსტიტუცია 1926: აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ძირითადი კანონი (კონსტიტუცია), სოხუმი, 1926.

გვანცელაძე 2000: გვანცელაძე თეიმურაზ, ტოპონიმთა მასობრივი ცვლა აფხაზეთში 1864 წლის შემდგომ, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, ტ. 34, თბილისი, 2000. 16.

გვანცელაძე 2006: გვანცელაძე თეიმურაზ, ენისა და დიალექტის საკითხი ქართველოლოგიაში, თბილისი, „უნივერსალი“, 2006

ტაბიძე 1998: ტაბიძე მანანა, ენობრივი კონტაქტები და ენობრივი დაგეგმვა, არნ. ჩიქობავას დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები. თბილისი, 1998

ტაბიძე 2005: ტაბიძე მანანა, ენობრივი სიტუაცია საქართველოში და ქართული ენის ფუნქციონირების საკითხები, თბილისი: ქართული ენა, 2005.

ტაბიძე 2009: ტაბიძე მ., საქართველოს კონფლიქტური რეგიონების ლინგვოკულტუროლოგიური ანალიზისათვის, საქართველოში არსებული კონფლიქტები და მშვიდობის პერსპექტივები, Konrad Adenauer Stiftung, (ქართულ და ინგლისურ ენებზე) 2009.

ფუტკარაძე... 2010: ფუტკარაძე ტარიელ, დადიანი ეკა, შეროზია რევაზ „ევროპული ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენის შესახებ“ და საქართველო, განათლების ეროვნული ინსტიტუტი, ქუთაისი, 2010

გამოქვეყნებული

2025-03-01

როგორ უნდა ციტირება

ტაბიძე მ., & ნაჭყებია მ. (2025). ომისშემდგომი აფხაზეთის ენობრივი სიტუაციისა და ენობრივი კანონმდებლობის კომპლექსური დახასიათება : (1993-2012). ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები, 1. Retrieved from http://militarypapers.eta.edu.ge/index.php/apk/article/view/8854