ეთნოკულტურული პროცესები ბურსის რეგიონის (თურქეთის რესპუბლიკა) ეთნიკურ ქართველთა შორის
საკვანძო სიტყვები:
ეთნოკულტურული პროცესები, ბურსის რეგიონი, თურქეთი, საქართველოანოტაცია
სტატიაში განხილულია ბურსის ვილაიეთის (რეგინის) ქართველთა კომპაქტური დასახლებები. თურქეთის ამ მხარეში ქართველები ჩასახლდნენ ე. წ. მუჰაჯირობის შედეგად. ბურსის ვილაიეთში ჩასახლებული ქართველი მუჰაჯირები, ძირითადად, აჭარისა და მაჭახლის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეებიდან იყვნენ. მათ რამდენიმე წელიწადში 7-მდე სოფელი შექმნეს, ხოლო მოგვიანებით ქართულ სოფელთა რაოდენობამ იმატა, მოსახლეობა გამრავლდა და დღეისათვის ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ არა მხოლოდ ბურსის ვილაიეთის სოფლებში, არამედ რეგიონის მთავარ ქალაქებშიც და წარმოადგენენ ამ მხარის მოსახლეობის მნიშვნელოვან ეთნიკურ ჯგუფს. ბურსის რეგიონის ეთნიკურ ქართველთა ყოფისა და კულტურის შესასწავლად ქართველ ეთნოლოგთა ჯგუფმა შეადგინა ორწლიანი სამეცნიერო კვლევითი გეგმა, რომლის ფარგლებშიც 2010-2011 წლებში განხორციელდა 2 ხანმოკლე და ერთი ათდღიანი ექსპედიცია . ექსპედიციების მთავარი მიზანი იყო თურქეთის ცენტრალურ რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველთა კომპაქტური დასახლებების დაზუსტება, მათი ტრადიციული ყოფისა და კულტურის შესწავლა და თანამედროვე ვითარების გამოვლენა. ექსპედიციის ფარგლებში შემოვლილ იქნა მარმარილოს ზღვის რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველთა სოფლები, ქალაქები, ასევე, აფხაზებით დასახლებული სამი სოფელი და ორი ჩერქეზთა დასახლება; ყურადღება გამახვილდა ეთნიკურად შერეულ სოფელთა ყოფით თავისებურებებსა და ეთნიკურ ჯგუფთა ურთიერთობის საკითხებზე. საველე-ეთნოგრაფიული მუშაობის დროს მოძიებულ იქნა და შემდგომ დაზუსტდა ეთნიკურ ქართველთა განსახლების არეალი, გამოვლინდა ქართველთა ეთნიკური იდენტობის სურათი და მათ მიერ შექმნილი მატერიალური, სოციალური და სულიერი კულტურა. წარმოჩინდა ეთნიკურ ქართველთა და აფხაზთა, ქართველთა და ჩერქეზთა ურთიერთობების ეტაპები და თავისებურებები. საველე-ეთნოგრაფიული კვლევის შედეგად გამოვლინდა ეთნიკურ ქართულ სოფელთა განსახლების არეალი, დასახლების სახეები, ტრადიციული საცხოვრებელი და სამეურნო ნაგებობები, კულტურულ-სამეურნეო ტიპი, სამეურნეო და ყოფითი ინვენტარი, მეურნეობისა და ხელოსნობის ტრადიციული დარგები და სხვ. ახმედ მელაშვილის ღვაწლით შექმნილი ინეგოლის `კავკასიური კულტურის საზოგადოება” უკვე ათწლეულების განმავლობაში აქტიურად საქმიანობს. ქალაქ ინეგოლის ცენტრში არსებულ „კავკასიური კულტურის საზოგადოებას, ფაქტობრივად, სათვისტომოს ფუნქციაც აქვს შეთავსებული. ცენტრში მოქმედებს კავაკასიური ცეკვის ანსამბლი (ხელმძღვანელი ბატონი მამია დუმბაძე). `კავაკასიური კულტურის საზოგადოება” ჩართულია `ჩვენებურების” ფესტივალის ყოველი წლის პროგრამაში.
წყაროები
რ. გუჯეჯიანი 2011-ა - რ. გუჯეჯიანი, თანამედროვე ეთნოკულტურული პროცესები მარმარილოს ზღვის რეგიონის
ეთნიკურ ქართველთა შორის (თურქეთის რესპუბლიკა), საქართველოს უნივერსიტეტის III ყოველწლიური ეროვნული
კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, თბ., 2011;
რ. გუჯეჯიანი 2011-ბ _ რ. გუჯეჯიანი, ვახტანგ მალაყმაძე (ჰაირი ჰაირიოღლუ) _ ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე
თურქეთში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, IV, თბ., 2011;
ი. ღუტიძე 2010 _ ი. ღუტიძე, მუჰაჯირ ქართველთა ენობრივი და ეთნიკური იდენტობის საკითხები, _ კავკასიის ეთნოლოგიური
კრებული, XII, თბ., 2010;
ლ. ჩლაიძე 1996 _ ლ. ჩლაიძე, `დედო მემლექეთი არ დავიწყნიათ”, ჟურნალი საქართველოს ქალი”, 1996, თბ., # 10-12.
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .